ბარსას UEFA-ში საჩივარი შეაქვს და ითხოვს, რომ პოლ ვან ბუკელმა ამ გუნდის მატჩში აღარასდროს იმსაჯოს

ბარსას UEFA-ში საჩივარი შეაქვს და ითხოვს, რომ პოლ ვან ბუკელმა ამ გუნდის მატჩში აღარასდროს იმსაჯოს

"ბარსელონამ" გადაწყვიტა, ბოლოდროინდელი მსაჯობის გამო UEFA-ს ოფიციალური საჩივრით მიმართოს და მოითხოვოს, რომ პოლ ვან ბუკელმა კატალონიური გუნდის შეხვედრაში აღარასდროს იმსაჯოს, არც მოედანზე და არც ვიდეორეფერის ოთახიდან.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე და მესამე ტურებში "ბარსას" ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დაუნიშნეს. ამაზე ყველა თანხმდება ნიდერლანდელი პოლ ვან ბუკელის გარდა, რომელიც ორივე მატჩში ვიდეორეფერი იყო. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ დღეს დუმფრისს მარჯვენა ხელი არ ჰქონდა და ანსუ ფატის თავიდან ბურთი ზებუნებრივმა ძალებმა ააცალეს.

As-ის ცნობით, "ბარსას" ფეხბურთელებს მიაჩნიათ, რომ დუმფრისის ეპიზოდზე პასუხი აშკარაა, თუმცა იყო სხვა ეპიზოდებიც. მაგალითად პედრის გოლი, რომელიც ანსუ ფატის ხელით თამაშის გამო გაუქმდა. ამ ეპიზოდის გადახედვაც პოლ ვან ბუკელმა მოითხოვა. სინამდვილეში, მოქმედი წესებით, თუ ხელით თამაში განზრახი არაა და გოლი სხვა ფეხბურთელს გააქვს, მაშინ თამაშის წესების დარღვევა არ უნდა დაფიქსირდეს და გოლი ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში გოლი ხელით მოთამაშეს არ გაუტანია და "ბარსაში" მიაჩნიათ, რომ ფატის ხელით განზრახ არ უთამაშია.

კიდევ ერთი ეპიზოდი ჰაკან ჩალჰანოღლუს უხეშობა იყო. ეპიზოდი მინიმუმ გადამოწმებას ითხოვდა, მაგრამ პოლ ვან ბუკელმა თავი არ შეიწუხა და "ინტერის" ფეხბურთელი ყვითელ ბარათს დასჯერდა.

"ბარსელონაში" ფეხბურთელებიც, სამწვრთნელო შტაბიც და ჟოან ლაპორტაც ერთსულოვნები არიან - ასე გაგრძელება არ შეიძლება!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 5 ოქტომბერი 2022 23:52
    0
    საჩივარი ვისთან ?! smile აზრი ? smile ზუსტად იგივეს გაამეორებინებენ როცა დასჭირდებათ ვან ბუკელის მაგივრად სხვა იქნება რა მნიშვნელობა აქვს ! ეგ უკვე ნათლად ჩანს ! როცა ერთხელ და ორჯერ გააკეთებენ იქ მესამედაც გააკეთებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 ოქტომბერი 2022 17:03
    0
    ჩვენ ჩივილს აზრი არა აქვს, აი პერესს რო ეჩივლა უფრო მოუსმენდნენ იმიტომ რო რეალს იმხელა ავტორიტეტი აქვს მსაჯებს წითელი ბარათის ამოღებისაც კი ეშინიათ.
    წევრი [?]
    #9 5 ოქტომბერი 2022 10:20
    4
    ხო ვინმე კატალონიელი დანიშნონ
    მსაჯი კი არა კარში დარტყმა ასწავლონ რადინიას და დემბელე
    და ფატი სანამ დაიტრამვა და ფასი აქვს გაყიდონ
    Culé [?]
    #8 5 ოქტომბერი 2022 10:13
    0
    ციტატა: Barca for life
    თავად უეფამ ჩააწყო და კიდე უეფაში რაღა საჩივარი შეგვაქვს?
    სხვა რაიმე უფრო მაღალი რანგის, ზოგადადი სასამართლო არ არსებობს?

    რომ არსებობდეს მაშინ ასეთი სიტუაცია არ იქნებოდა და უეფას თავგასულობას მოევლებოდა.ერთს დავამატებ იქაც თუ იარსებებდა სამართალი ყველა და ყველაფერი ბარსელონას წინააღმდეგაა,ჯერ ეს ტრავმები,მერე მსაჯების უსამართლობა, უეფას დამოკიდებულება.
    ფანი [?]
    #7 5 ოქტომბერი 2022 10:09
    4
    იმსაჯოს კიარაა გაასხმევინეთ ამ ჩემპიონთა ლიგას უკვე ზედმეტად და ზედიზედ მარაზმი მიდის უკვე ყოველ წელს და მოვა მაგ დღეც დადგება ის დრო რომ ლიგას დაიკიდებენ კლუბები და სუპერ ლიგა იმეფებს როგორც ეშმაკი ბატონობს საუკუნეებია დედამიწაზე.... თან მომავალი წლიდან რა ფორმატიც იქნება ზუსტად რომ სუპერ ლიგის იდენტური იქნება და რა აზრი აქვს მე როგორც ყოველთვის სუპერ ლიგას მივემხრობი
    Culé [?]
    #6 5 ოქტომბერი 2022 10:04
    0
    აზრი გასაჩივრების უეფა მაინც იმას დანიშნავს ყოველთვის ვინც მოეპრიანება და მოეხოშება,რით ვერ გაიგეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 ოქტომბერი 2022 09:27
    2
    მაგას ცდილობს ჩელსი ამდენი ხანია რომ ტეილორმა არ წაიყვანოს მაგათი თამაში მარა უშედეგოდ, მაინც ნიშნავენ არბიტრად ჩელსის თამაშზე და აგენ ტოტენჰემთანაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი არაპროფესიონალობა
    წევრი [?]
    #4 5 ოქტომბერი 2022 08:14
    2
    მაგარი სლე მსაჯია ამის დედა მოხნა ყატარის მეორე ლიგის მეკარემ
    ფანი [?]
    #3 5 ოქტომბერი 2022 07:46
    1
    ამათაც არ უთამაშიათ კარგად მაგრამ მსაჯი რო ატრაკებდა მაგის ბრალიც იყო მაგრამ უფრო ჩვენი ბრალი დდ
    Culé [?]
    #2 5 ოქტომბერი 2022 04:26
    13
    კაი თუ ძმა ხარ გუნდში ლევანდოვსკი გყავს და გოლი ვერ გაგაქვს მსაჯი კი არა შენ ხარ ჩმორი ორზე მეტი რომ ვერ დაარტყი 90 წუთში
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 ოქტომბერი 2022 04:18
    14
    თავად უეფამ ჩააწყო და კიდე უეფაში რაღა საჩივარი შეგვაქვს?
    სხვა რაიმე უფრო მაღალი რანგის, ზოგადი სასამართლო არ არსებობს?