ტიბო კურტუა ისევ ტრავმირებულია, თუმცა ბარსელონასთან ითამაშებს

- თამაშის დრო: კვირა, 16 ოქტომბერი, 18:15
"რეალ მადრიდის" მეკარე ტიბო კურტუა ისევ ტრავმირებულია, თუმცა "ელ კლასიკოში" მის თამაშს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.
ტიბო კურტუამ ტრავმა გუშინ მიიღო, რის გამოც "ოსასუნასთან" გამართული შეხვედრა გამოტოვა. Relevo-ს ცნობით ჩემპიონთა ლიგაზე "შახტართან" მატჩში ბელგიელის თამაში თითქმის გამორიცხულია. თუმცა 16 ოქტომბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ტიბო კურტუას კარიერაში ყველაზე მეტჯერ, 21-ჯერ სწორედ "ბარსელონას" წინააღმდეგ უთამაშია, საიდანაც 11 "ელ კლასიკოა". ამ 21 შეხვედრაში ბელგიელმა 35 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ 5-ჯერ შეინახა. 11 "კლასიკოში" კი 19 გოლი გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ ორჯერ შეინახა.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კურტუას კარი მშრალად ჯერ არ შეუნახავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]