მარტინ სუბიმენდი: სოსიედადთან კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია

მომდევნო ზაფხულისთვის "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მარტინ სუბიმენდი იმედს გამოთქვამს, რომ ამჟამინდელ კლუბთან, "რეალ სოსიედადთან" კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს.
ამჟამად სუბიმენდის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა. ბასკებს სურთ, რომ ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ და გამოსასყიდი თანხა 90 მილიონამდე გაზარდონ. ეს თანხა ძალიან ბევრი იქნება "ბარსელონასთვის", რომელსაც 23 წლის ესპანელი სერხიო ბუსკეტსის შემცვლელად ჰყავს მოაზრებული.
თავად სუბიმენდიმ SER-თან საუბრისას განაცხადა:
იმედია, კონტრაქტს გავახანგრძლივებ. კლუბთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ახალი კონტრაქტი დროის საკითხია. ახლა უახლოეს თამაშებზე უნდა ვიყო კონცენტრირებული.
"ბარსელონას" ინტერესი? ახლა ამ საკითხზე არ ვფიქრობ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]