ლუკაკუ ბარსასთან ვერ ითამაშებს, ლაუტარო საეჭვოა

ლუკაკუ ბარსასთან ვერ ითამაშებს, ლაუტარო საეჭვოა

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 4 ოქტომბერი, 23:00

საკადრო პრობლემები მხოლოდ "ბარსელონას" არ აწუხებს, რისი მაგალითიც კატალონიელთა მომდევნო მეტოქე მილანის "ინტერია".

Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო "ინტერის" ტრავმებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით რომელუ ლუკაკუ "ბარსელონასთან" ზეგ გასამართი მატჩისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. თუმცა კიდევ უფრო ცუდი ამბავი ისაა, რომ "რომასთან" შეხვედრა დისკომფორტით დაასრულა კიდევ ერთმა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა. საჭიროების შემთხვევაში არგენტინელს გამოკვლევები ხვალ ჩაუტარდება. დღეის მდგომარეობით "ბარსელონასთან" მისი თამაში პატარა, მაგრამ მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ასევე ცნობილია, რომ "ბარსასთან" "ინტერს" ვერ დაეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მარსელო ბროზოვიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ოქტომბერი 2022 20:18
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ციტატა: Iniesta_8
    ინგლისელ ფანებზე აღარავინ არაფერი თქვას აღარასდროს. მანჩესტერის გულშემატკივარები პირველი ტაიმის დამთავრებამდე მიდიან სახლებში. რაც გუნდი ის ფანობა.

    4-0 აგებენ პირველივე ტაიმში და სიტიმ ტემპი თუ არ დააგდო 8 მდეც ავლენ, ხოდა რავი მგონი წასასვლელად მიზეზი აქვთ

    დააგდეს და გაუშვეს კიდეც, ამიტო დაქოქა თავიდან პეპმა და ისევ შეყარეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ოქტომბერი 2022 17:59
    0
    ციტატა: Iniesta_8
    ინგლისელ ფანებზე აღარავინ არაფერი თქვას აღარასდროს. მანჩესტერის გულშემატკივარები პირველი ტაიმის დამთავრებამდე მიდიან სახლებში. რაც გუნდი ის ფანობა.

    4-0 აგებენ პირველივე ტაიმში და სიტიმ ტემპი თუ არ დააგდო 8 მდეც ავლენ, ხოდა რავი მგონი წასასვლელად მიზეზი აქვთ
    Culé [?]
    #3 2 ოქტომბერი 2022 17:50
    0
    ინგლისელ ფანებზე აღარავინ არაფერი თქვას აღარასდროს. მანჩესტერის გულშემატკივარები პირველი ტაიმის დამთავრებამდე მიდიან სახლებში. რაც გუნდი ის ფანობა.
    ფანი [?]
    #2 2 ოქტომბერი 2022 17:49
    5
    ხალხო სიტი რას უშვება უყურებთ ვინმე?
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2022 17:48
    4
    wink აგერ ვნახავთ რომ ბარსასთან ყველა იქნება, ისევე როგორც რეალის კურტუა..