გავი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ჩავიმ მოედანზე ბოლომდე დატოვა

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი გავი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ "მალიორკასთან" გუშინ გამართული შეხვედრის (0-1) მიწურულს ჩავიმ ის არ შეცვალა.
გავიმ მიმდინარე სეზონში უკლებლივ ყველა შეხვედრაში ითამაშა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად დასვენება მასაც სჭირდება. როგორც ჩანს, ის დასვენებას "მალიორკასთან" თამაშის ბოლო წუთებზე ელოდა, მაგრამ ჩავიმ მისი მოედანზე დატოვება გადაწყვიტა იმის მიუხედავად, რომ ერთი ცვლილება დარჩენილი ჰქონდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით როდესაც ჩავიმ თამაში დასრულებამდე 10 წუთით ადრე 2 ცვლილება გამოიყენა, გავი გაკვირვებული დარჩა, რომ მოედნიდან ის არ გაიყვანეს. ამას ახსნა ნამდვილად აქვს - სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველებიდან მხოლოდ პაბლო ტორე და მარკ კასადო ისხდნენ, თამაში დაძაბულ იყო და ჩავიმ, სავარაუდოდ, გამოუცდელი მოთამაშის მოედანზე შეშვება არ გარისკა.
კატალონიური გამოცემა ასევე იტყობინება, რომ გავიმ თამაში დისკომფორტით დაასრულა, თუმცა 18 წლის ნახევარმცველის დაზიანების შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]