ჩავის კომენტარი მალიორკასთან მოგების შემდეგ

ჩავის კომენტარი მალიორკასთან მოგების შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "მალიორკასთან" გამართული თამაშის (0-1) შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც ჩანს, მწვრთნელი ინდივიდუალურად ყველა ფეხბურთელით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ გუნდის თამაშით მაინც უკმაყოფილო.

ასეთ თამაშებში თუ მეორე გოლს ვერ გაიტან, შენი ამოცანა გართულდება. მეორე ტაიმში ჩვენი თამაში გაუარესდა და გოლის გატანის ბევრი შანსი არ გვქონია.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა, განსაკუთრებით სანაკრებო პაუზის შემდეგ.
არაერთი მოთამაშე გვყავს, რომლებიც გუნდის ხარისხს ამაღლებენ. დღეს ყველა ფეხბურთელმა კარგად იმუშავა.
კარი ისევ მშრალად შევინახეთ, ეს მნიშვნელოვანია. ტერ შტეგენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლა ლიგის რეკორდი? ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ მინდა, ეს რეკორდები სეზონის ბოლოს ტიტულებში გარდავსახო.
ეს მოგება უახლოეს კვირებთან გამკლავებაში დაგვეხმარება.
ძალიან მშვიდად და მოთმინებით ვთამაშობდით. ეს ყოველთვის რთულია, როდესაც სივრცე არ გაქვს. ასეთ დროს იდეალურად უნდა ითამაშო.
3 ქულის აღება გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი ისე ჩავატარეთ, როგორც "მალიორკას" სურდა და ეს არ უნდა მომხდარიყო. ასეთ სიტუაციებში მეორე გოლის გასატანად უნდა ვიზრუნოთ.
მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის რთულ სტადიონზე რთულ მეტოქესთან მოვიპოვეთ.
გუნდი ტერ შტეგენმა და ლევანდოვსკიმ იხსნეს? რთულია, ყველაფერი მხოლოდ ორ ფეხბურთელს აუხსნა, ბევრი დეტალია, თუმცა აშკარაა, რომ ისინი მოედანზე განსხვავებას ქმნიან. მარკს განსაკუთრებული პერიოდი უდგას.
ბალდე მარჯვენა მცველად? მას ამის გამოცდილება ჰქონდა. პოზიციურად ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.
დღეს დაცვის ხაზი ძალიან კარგი იყო. ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ ჟორდი ალბა და პიკე, ასევე კრისტენსენი.
იქნება პიკე "ინტერთან" სასტარტოში? შესაძლოა, იყოს. ჩვენს გუნდში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება.
თამაში ყოველ სამ დღეში ერთხელ გვიწევს. ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი, რომ წუთებს ყველა მათგანი მიიღებს და ისინი მზად უნდა იყვნენ.
ლევანდოვსკი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. შესაძლოა, ის მსოფლიოში საუკეთესო ცენტრფორვარდია.
ფატი ძალიან კარგი იყო. ვხედავ, რომ ის 100%-ით მზადაა. გასული 2 კვირა ძალიან ნაყოფიერი იყო. ანსუ ვარჯიშებზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 2 ოქტომბერი 2022 18:33
    0
    მაესტრო მაესტრო ! გვაბოლებ ეხლა joy ქრისტენსენი/პიკე საშინელება იყო (შეიძლება მართალი ხარ გარსიას რომ ნაკლები დრო რომ მიეცი და მეტი დაასვენე) ალბათ " ინტერთან " პიკე/გარსია იქნებიან (სასტიკად არ მომწონს ეგენი წყვილში წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით!) მაგრამ რა ვქნათ სხვა გზა არ არის confused .....ანსუს არაფერი არ შეუქმნია იმ ერთი საგოლე პასის გარდა (მაგაზეც დიდი მადლობა) რომელიც შემდეგ ლევანგოლსკიმ უმაღლეს დონეზე თამაშით და შესრულებით გოლად აქცია ! ანსუს მორალურად რომ ამხნევებ ეგ გვესმის მაგრამ რაღაც ძალიან შორს არის ანსუ თავის საუკეთესო ფორმისგან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 ოქტომბერი 2022 13:44
    1
    3 ქულაა ამ თამაშის ერთადერთი დადებითი მხარე, საშინელება იყო მთელი თამაში ეკლებზე ვიჯექი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 2 ოქტომბერი 2022 13:38
    2
    ფატის ტრავმებმა დედა უტირა.
    ის აღარა ვარ რაც ვიყავ...
    Culé [?]
    #4 2 ოქტომბერი 2022 13:08
    0
    ციტატა: Robert lewandovski
    ბაიერნთან მართლა ნერვიულობის თემა იყო, თორე ცარიელი კლასია ტიპი.

    ..ან კიდევ ყოფილ გუნდს სცა პატივი, ვნახოთ მეორე თამაშში რას იზავს!!!
    პ.ს. ლევანდოვსკის მსგავსი ცივსისხლიანი გოლეადორები არასოდეს ნერვიულობენ!
    ფანი [?]
    #3 2 ოქტომბერი 2022 01:55
    1
    მეც მჯერა რომ ასე იქნრბა და თანაც ძალიან მინდა რომ ასე იყოს, მაგრამ დღევანდელი თამაში იყო 0.
    ლევანდოვსკის ბრწყინვალე გოლს და ტერ სტეგენის საჭირო ადგილზე დგომას დაემატა მალიორკას ფეხბურთელების სასწაული უზუსტობა და მატჩი მოვიგეთ. სხვა ვერაფრით დავიკვეხნით. დაცვაში ისევ შეცდომები იყო დაშვებული.
    ასეთი თამაშით ლა ლიგას ვერ მოვიგებთ. რეალი არღვევს ყველას და ყველაფერს.
    ასე რომ ჩავისაც და დანარჩენებსაც დაიქრება მართებს.
    გულშემატკივარი [?]
    #2 2 ოქტომბერი 2022 01:49
    1
    მთავარი 3 ქულაა... ლევანამ თავისი გააკეთა...
    წევრი [?]
    #1 2 ოქტომბერი 2022 01:47
    6
    რა დაცვის ცენტრი კაი იყო? ან რა ფატი, იმ საგოლე გადაცემის იქეთ კატასტროფა იყო, გოლის არ გაშვება შტეგოს დამსახურება იყო და არა კარგი დაცვის. პიკე ვაფშე არ მომეწონა. გარსია-კრისტენსენი იყოს ჯანდაბას. ეს არაუხოს და კუნდეს ტრამვები ძაან უდროვო იყო რა. ყველაზე რთული კალენდარი ახლა მოდის არადა, მაქსიმალური ქულების აკრეფვა იქნება საჭირო. ლევას სახით ისეთი სტრაიკერი გვყავს კი, რო ერთი მომენტიც რო ჩაუგდო გოლად აქცევს ხოლმე. ნუ ბაიერნთან მართლა ნერვიულობის თემა იყო, თორე ცარიელი კლასია ტიპი.