ტერ შტეგენმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა

"მალიორკასთან" დღეს გამართულ შეხვედრაში (0-1) "ბარსელონამ" კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რასაც კატალონიური კლუბი მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მორიგ საიმედო თამაშს უნდა უმადლოდეს.
გერმანელმა მეკარემ ლა ლიგაში ზედიზედ მე-5 მშრალი თამაში ჩაატარა. მას გოლი 500 წუთზე მეტია, არ გაუშვია, რაც პირადი რეკორდია. აქამდე მისი მშრალი სერიის რეკორდი ზუსტად 500 წუთი იყო და ეს რეკორდი მან "მალიორკასთან" თამაშის 58-ე წუთზე მოხსნა.
ტერ შტეგენის კარიერაში მეორედ მოხდა, რომ მან გოლი ლა ლიგის ზედიზედ 5 თამაშში არ გაუშვა. პირველად ასეთი ფაქტი 2019/20 წლების სეზონში დაფიქსირდა.
გარდა ამისა პირველად მოხდა, რომ გერმანელმა კარი მშრალად ლა ლიგის ზედიზედ 3 გასვლით შეხვედრაში შეინახა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]