ჟიულ კუნდემ კლასიკოსთვის მზადება დაიწყო

ჟიულ კუნდემ კლასიკოსთვის მზადება დაიწყო

ჟიულ კუნდე უკვე შეუდგა იმ მიზნისთვის შრომას, რომელსაც "ელ კლასიკოსთვის" დაბრუნება ჰქვია.

"ბარსელონამ" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კუნდემ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი ჯანმრთელია. მას უქმობა კიდევ რამდენიმე კვირით მოუწევს.

As-ის ცნობით კუნდემ დაიწყო მზადება იმისათვის, რომ 16 ოქტომბერს მადრიდში გასამართი "ელ კლასიკოსთვის" სრულად ჯანმრთელი იყოს. მკურნალობის პროცესი კარგად მიდის, თუმცა მისი უფრო ადრე დაბრუნება მოსალოდნელი არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 ოქტომბერი 2022 20:05
    0
    სულ არ გაიმიზეზოს ეხლა ამან, ცოტა ფრთხილად სამედიცინო შტაბი რას აკეთებს მიაქციონ ყურადღება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 სექტემბერი 2022 22:28
    0
    კუნდე მარჯვენა ფლანგზე და პიკე-გარსია ცენტრში, არაუხო ძალიან დაგვაკდება მაგრამ იმედია მის გარეშეც მოვიგებთ
    ფანი [?]
    #2 30 სექტემბერი 2022 20:02
    2
    კლასიკოზე კუნდე პიკე გარსია იქნება სოწორი ვარიანტი თორე რობერტოს ათრევს ვინისიუსი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 სექტემბერი 2022 18:44
    1
    მთავარია კლასიკოში ხოდზე იყოს დალშე მოვახერხებთ რამეს ინტერთან დაგვაკლდება ძალიან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued