7 ვარიანტი დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად

7 ვარიანტი დაცვის მარჯვენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად

რამდენიმედღიან მონაკვეთში "ბარსელონამ" 3 მარჯვენა მცველი დაკარგა, მაგრამ ჩავის ამ პოზიციის შესავსებად მაინც არაერთი ვარიანტი აქვს.

Mundo Deportivo გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსვლის 7 ვარიანტს.

1. სერჟი რობერტო

პირველი გუნდის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში უცხო არაა, სერჟი რობერტოა. პრობლემას ის ქმნის, რომ ესპანელი უნივერსალის ფიზიკური კონდიციები ჩავის მოთხოვნებს არ შეესაბამება. სერჟი ხშირად ტრავმიანობს და ფიზიკურად ბოლომდე მზად არც ახლაა.

2. ალვარო ნუნიესი

"ბარსა ატლეტიკის" მარჯვენა მცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყველა თამაში ჩაატარა. რაფა მარკესი მას აშკარად ენდობა. ჩავის ნუნიესის ლა ლიგაში გამოყენების უფლება ექნება, მაგრამ არა ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ფეხბურთელი უკვე 22 წლისაა და ის ლიგის განაცხადში შეყვანილი არაა.

3. ერიკ გარსია

ცენტრალური მცველის მარჯვენა მცველად ქცევა ჩავისთვის უცხო არაა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გარსია კუნდესა და არაუხოსგან განსხვავებული პროფილის ფეხბურთელია. ესპანელი ცენტრალური მცველი მარჯვენა ფლანგზე ჩავიმ ერთხელ უკვე გამოცადა - "ვილიარეალთან" მატჩში. შესაძლოა, "მალიორკასთან" შეხვედრაში ის ამ პოზიციაზე კიდევ ერთხელ გამოიცადოს, რადგან მალე "ელ კლასიკო" მოდის და ვინისიუსის შესაჩერებლად სპეციალური გეგმაა საჭირო.

4. მარცხენა მცველი მარჯვნივ

რაც არ გვაკლია, ჯანმრთელი მარცხენა მცველებია. ამ პოზიციაზე ჩავის 3 ვარიანტი აქვს - ალეხანდრო ბალდე, მარკოს ალონსო და ჟორდი ალბა. შესაძლოა, რომელიმე მათგანი "მალიორკასთან" მარჯვენა ფლანგზე ვიხილოთ.

5. სისტემის შეცვლა

ერთ-ერთი ვარიანტი სათამაშო სისტემის შეცვლა, ანუ 3 ცენტრალურ მცველზე გადაწყობაა. ასეთ შემთხვევაში ჩავის 3 პოზიციაზე 4 ვარიანტი ექნება: ანდრეას კრისტენსენი, ერიკ გარსია, ჟერარ პიკე და მარკოს ალონსო.

6. მარკ კასადო

ფეხბურთელი, რომელიც წინასასეზონო მზადების დროს ჩავის "ბარსა ატლეტიკიდან" ყველაზე მეტად მოეწონა. ის ნახევარმცველია, მაგრამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.

7. ავლარო სანსი

კასადოს მსგავსად სანსიც ნახევარმცველია, რომელსაც მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია. ის უკვე 21 წლისაა და საკმაო გამოცდილებაც აქვს. გასულ სეზონში ტრავმიანობის დროს ჩავიმ სანსი უკვე გამოცადა, თუმცა ნახევარმცველის პოზიციაზე. Mundo Deportivo-ს ცნობით რაფა მარკესმა ჩავის "ბარსა ატლეტიკიდან" მარჯვენა მცველად სწორედ ალვარო სანსი ურჩია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #5 30 სექტემბერი 2022 07:41
    1
    ციტატა: .Gladiator.
    ციტატა: Don_Andresito
    ისე ფრენკიც დადგება რო რამე. მონაცემებით ყველაზე მეტად წავა

    მარჯვენა მცველობაღა აკლია მაგას laughing

    ფრენკის ტრამვა არ აქვს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 სექტემბერი 2022 18:35
    1
    საინყერესო იქნება ალვარო ნუნიესი, 22 წლის თუა წესით არ გაუჭირდება პირველ გუნდში თამაში და ვნახოთ იქნება კარგად ითამაშოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 სექტემბერი 2022 18:26
    2
    ციტატა: Don_Andresito
    ისე ფრენკიც დადგება რო რამე. მონაცემებით ყველაზე მეტად წავა

    მარჯვენა მცველობაღა აკლია მაგას laughing
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 სექტემბერი 2022 16:22
    0
    დავწყნარდი, ქვეყნის ვარიანტები ქონია და ჩავის არჩევა ნამდვილად ეხერხება.
    [?]
    #1 29 სექტემბერი 2022 16:17
    2
    ისე ფრენკიც დადგება რო რამე. მონაცემებით ყველაზე მეტად წავა