სექტემბრის სანაკრებო პაუზა - ბარსელონელების შედეგების შეჯამება

სექტემბრის სანაკრებო პაუზა - ბარსელონელების შედეგების შეჯამება

სანაკრებო პაუზა დასრულდა. დასრულდა "ბარსელონასთვის" ძალიან ცუდად, რადგან 4 ფეხბურთელი ტრავმირებული დაგვიბრუნდა.

კატალონიური კლუბი მისი მოთამაშეების მიერ სექტემბრის სანაკრებო თამაშებში ნაჩვენები შედეგების შესახებ ინფორმაციას გვთავაზობს.

რობერტ ლევანდოვსკი

ითამაშა 180 წუთი. მისმა პოლონეთმა ნიდერლანდებთან 0-2 წააგო, ხოლო უელსთან 1-0 მოიგო. რობერტმა თავი ლამაზი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, მისმა გუნდმა კი ერთა ლიგის A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ანდრეას კრისტენსენი

ითამაშა 180 წუთი. მისმა დანიამ ხორვატიასთან 1-2 წააგო, ხოლო საფრანგეთთან 2-0 მოიგო. დანიამ A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

ითამაშა 180 წუთი. მისმა გერმანიამ უნგრეთთან შინ მოულოდნელად 0-1 წააგო, შემდეგ კი ინგლისში 3-3 ითამაშა. გერმანიამ A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ფრანკ კესიე

ითამაშა 180 წუთი. მისმა კოტ დ'ივუარმა ამხანაგურ მატჩებში ტოგოსა და გვინეას 2-1 და 3-1 მოუგო. თავად კესიემ პირველ მატჩში თერთმეტმეტრიანი გაიტანა.

რაფინია

ითამაშა 144 წუთი. პირველ მატჩში მისმა ბრაზილიამ 3-0 მოიგო, რაფინიამ კი თავი ასისტით გამოიჩინა. ტუნისთან 5-1 მოგებული თამაშში კი "ბარსას" შემტევმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 11 თამაშში რაფინიას უკვე 5 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

ფერან ტორესი

ითამაშა 136 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სერხიო ბუსკეტსი

ითამაშა 135 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

გავი

ითამაშა 120 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

პედრი

ითამაშა 100 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ერიკ გარსია

ითამაშა 90 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჟორდი ალბა

ითამაშა 90 წუთი. მისმა ესპანეთმა შვეიცარიასთან შინ 1-2 წააგო, ხოლო პორტუგალიასთან სტუმრად 1-0 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ალბამ თავი შვეიცარიასთან გატანილი გოლით გამოიჩინა.

არნაუ ტენასი

ითამაშა 90 წუთი. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთი 4-1, ხოლო ნორვეგია 3-0 დაამარცხა. ტენასმა მონაწილეობა პირველ შეხვედრაში მიიღო.

ალეხანდრო ბალდე

ითამაშა 90 წუთი, რუმინეთთან პირველი, ხოლო ნორვეგიასთან მეორე ტაიმი.

მემფის დეპაი

ითამაშა 52 წუთი. პოლონეთთან 2-1 მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და "ბარსას" დაახლოებით 3 კვირა ვერ დაეხმარება.

ფრენკი დე იონგი

ითამაშა 45 წუთი. პოლონეთთან 2-1 მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და "ბარსას" დაახლოებით ერთი კვირა ვერ დაეხმარება.

ჟიულ კუნდე

ითამაშა 23 წუთი. ავსტრიასთან 2-0 მოგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და "ბარსას" დაახლოებით 3 კვირა ვერ დაეხმარება.

უსმან დემბელე

ითამაშა 12 წუთი. ავსტრიასთან 2-0 მოგებულ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მატჩი დისკომფორტით დაასრულა, რის გამოც მეორე თამაში გამოტოვა.

რონალდ არაუხო

ითამაშა 40 წამი. ირანთან 0-1 წაგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და "ბარსას" 2-3 თვე ვერ დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 29 სექტემბერი 2022 19:29
    0
    როგორმე უნდა გადააგოროს გუნდმა ეს ტრამვები ისე რომ ქულები არ დავკარგოთ, წელს რეალი რომ ჩემპიონი გახდეს გული დამარტყავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 სექტემბერი 2022 16:36
    0
    რონალდ არაუხო
    ითამაშა 40 წამი. ირანთან 0-1 წაგებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და "ბარსას" 2-3 თვე ვერ დაეხმარება.

    კარგი ხუმრობაა, ამით უნდა დაგეწყოთ.