ბარსას გულშემატკივრები პსჟ-ს წინააღმდეგ - სასამართლო მოსმენა 18 ოქტომებრს გაიმართება

ბარსას გულშემატკივრები პსჟ-ს წინააღმდეგ - სასამართლო მოსმენა 18 ოქტომებრს გაიმართება

ლიონელ მესი "პარი სენ-ჟერმენში" ახალი გადასული იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრების (კლუბის წევრების) ნაწილმა პარიზული კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მესის კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.

მაშინ ეს სარჩელი სერიოზულად არავინ მიიღო, მაგრამ დღეს ცნობილი გახდა, რომ თავად სასამართლოს მიუღია. Cadena Ser-ის ცნობით ევროკავშირის ტრიბუნალი საქმის განხილვას იწყებს და პირველი მოსმენა 18 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება.

საინტერესოა, რომ საჩივრის ავტორები "ბარსელონას" ფრანგი გულშემატკივრები არიან. ისინი უჩივიან "პარი სენ-ჟერმენსა" და საფრანგეთს იმისათვის, რომ უთანასწორო პირობებით სარგებლობენ. საქმე ისაა, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საფეხბურთო ფინანსური ფეარ ფლეის სხვადასხვა წესები მოქმედებს. წესი, რომლის გამოც მესი იძულებული გახდა, "ბარსელონა" დაეტოვებინა, საფრანგეთში არ მოქმედებს. ეს წესი რომ საფრანგეთში მოქმედი ყოფილიყო, პსჟ არგენტინელის დამატებას ვერ მოახერხებდა. გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი მიდგომა უსამართლობაა და ის, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ევალება, ანუ UEFA, არაფერს აკეთებს.

გულშემატკივრების ინტერესებს იცავს ადვოკატი ხუან ბლანკო, რომლის იურიდიული ფირმა ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ დაიქირავა. საქმე იდენტურია - კილიან მბაპეს კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენთან".

ორივე შემთხვევაში მომჩივანი ფეხბურთელებთან გაფორმებული კონტრაქტის ანულირებას ითხოვს, ასევე იმ პირების დასჯას, რომლებმაც სარგებელი მიიღეს, ანუ "პარი სენ-ჟერმენის".

ხუან ბრანკო აცხადებს, რომ მესის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ზუსტი მიზანი მიღწეული ვერ იქნება, რადგან როდესაც სასამართლო მოსმენები დასრულდება, პსჟ-სთან მისი კონტრაქტიც უკვე ამოწურული იქნება. თუმცა მას და მის კლიენტებს სურთ, რომ ევროპულ ფეხბურთში ჯანსაღი გარემო შექმნან.

ამ საკითხზე UEFA-მ ნაწილობრივ უკვე იზრუნა. უახლოესი 3 წლის განმავლობაში ძალაში ახალი ფინანსური ფეარ ფლეი შევა, რომლის ერთი კომპონენტიც სწორედ იმის მსგავსი წესებია, რაც ესპანეთში მოქმედებს და რომლის გამოც მესი იძულებული გახდა, "ბარსელონა" დაეტოვებინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #7 29 სექტემბერი 2022 11:28
    0
    ციტატა: mesi_10
    იდიაში ვერ ვიტან პსჯ-ს ეგ ხო გუნდი არაა მაქ მხოლოდ ბინძური ფული ბრუნავს რომელსაც არანაირი საფეხბურტო კანონი არ ზღუდავს და მაგიტომაც აქვთ ეგეთი დიდი გულები მაქ გადასული ნებისმიერი ვარსკვლავი განწირულია იმისთვს რომ ევრო ტურნირები სანატრებელი გაუხდეთ ნეიმარის არ იყოს და ეს ლიგაერთის თასები კიდე კონა ოც თეთრათ უყრიათ მესი მეცოდება რაც მაქ გადავიდა ჩაიკარგა საერთოთ და თუ მოხდა ისე რომ პსჯ-ს ყარაულის თოფივით გაუვარდათ და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს მხოლოდ მესის გამო შეილება გამიხარდეს სხვა შემთხვევაში წყალს წაუღია და არც იმსახურებენ..

    ოქროს ბურთს მბაპეს შეტენიან ეგეთ დროს. დაბრუნდეს ლეო და აქ მოიგოს ლიგა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 სექტემბერი 2022 11:06
    1
    ამათ თუ ასეთი მაგრები არიან ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ან უფრო ზუსტად ტებასის წინაღმდეგ შეეტანათ საჩივარი, ასე უმიზეზოდ რო გაუშვა გუნდის ლეგენდა, ეგება ეს კაცი უხელფასოდ აპირებდა თამაშს(ან პოსლეზე), მაგას ვინ კითხავდა რო მესი ხელფასს ვერ შეიმცირებდა. ვითომ ძალიან დარდობდა ლეოს შემოსავალზე. პსჟ-ს რას ერჩიან კანონი დაარღვია რამე? მადლობა უთხარით რო უმუშევარი არ დატოვა და კიდევ ერთი ოქროს ბურთი დაამატა ბარსას მუზეუმს ამ პერიოდში.
    ფანი [?]
    #5 29 სექტემბერი 2022 08:42
    1
    ძალიანაც კარგი, მარტო პრეცედენტი რო იქნება ეგეც დიდი საქმეა. ხვალ ზეგ ეს მაყუთის მონები რისი მკადრებლები იქნებიან კაცმა არ იცის 😮‍💨
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 სექტემბერი 2022 07:24
    0
    პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 სექტემბერი 2022 23:45
    4
    იდიაში ვერ ვიტან პსჯ-ს ეგ ხო გუნდი არაა მაქ მხოლოდ ბინძური ფული ბრუნავს რომელსაც არანაირი საფეხბურტო კანონი არ ზღუდავს და მაგიტომაც აქვთ ეგეთი დიდი გულები მაქ გადასული ნებისმიერი ვარსკვლავი განწირულია იმისთვს რომ ევრო ტურნირები სანატრებელი გაუხდეთ ნეიმარის არ იყოს და ეს ლიგაერთის თასები კიდე კონა ოც თეთრათ უყრიათ მესი მეცოდება რაც მაქ გადავიდა ჩაიკარგა საერთოთ და თუ მოხდა ისე რომ პსჯ-ს ყარაულის თოფივით გაუვარდათ და ჩემპიონთა ლიგა მოიგეს მხოლოდ მესის გამო შეილება გამიხარდეს სხვა შემთხვევაში წყალს წაუღია და არც იმსახურებენ..
    წევრი [?]
    #2 28 სექტემბერი 2022 23:26
    3
    მესის ეხლა სრული კონცენტრაცია სჭირდება მსოფლიოსთვის.
    გულშემატკივარი [?]
    #1 28 სექტემბერი 2022 23:18
    1
    ვნახოთ რითი დამთავრდება,,, პრეცედენტიც შედეგია...