ბარსას ვიცე-პრეზიდენტი: მესის დაბრუნება ეკონომიკურად შესაძლებელია
ეკონომიკურ საკითხებში "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი ედუარდ რომეუ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს, აცხადებს, რომ "ბარსა" ძველ ფინანსურ სიმძლავრეს 5 წლის ვადაში დაიბრუნებს და არც ლეო მესის პოტენციურ დაბრუნებაზე ლაპარაკს ერიდება.
მესის დაბრუნება ეკონომიკურად შესაძლებელია, რადგან თუ ეს მოხდა, ლეო უფასოდა დაგვიბრუნდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იქნება, რომელიც თავად ფეხბურთელმაც უნდა მიიღოს.
ჩვენ სტრუქტურა სრულად შევცვალეთ. გვყავდა ფეხბურთელები, რომელთა ხელფასებიც საბაზრო სტანდარტებს სცილდებოდა და დიდი შემადგენლობა. ახლა კი გვყავს მაღალი დონისა და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელები, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.
მატეუ ალემანის შესანიშნავი მუშაობის შედეგად სახელფასო ხარჯი 150 მილიონ ევროზე მეტით შემცირდა, თუმცა კიდევ უფრო მეტი იყო საჭირო.
"ბარსელონა" გადავარჩინეთ, მაგრამ ფინანსურად ჯანსაღი ორგანიზაცია ჯერ კიდევ არ გვაქვს. ამისთვის კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო. "ბარსელონა" ფინანსურად ჯანმრთელი 5 წელიწადში იქნება.
შენარჩუნებული ფეხბურთელების შემთხვევაში იყო ხელფასების შემცირებაც, გადავადებაც, ცოტ-ცოტა ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან დიდ რიცხვებზე ვართ.
ზამთარში ფეხბურთელების შესაძენად რესურსი გვაქვს, თუმცა ზაფხულში ძალიან ვიაქტიურეთ და კონკრეტულ შემთხვევას მხოლოდ მაშინ შევისწავლით, თუ ეს საჭირო იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]