ლუის ენრიკე: ჯერ უნდა ვნახო, როგორ ითამაშებს ანსუ ფატი ბარსაში
ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. ლუის ენრიკემ ამისთვის უეფას ერთა ლიგა გამოიყენა და მიუხედავად არაერთი როტაციისაა, ჯგუფი მაინც მოიგო.
პორტუგალიასთან გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა იმ სირთულეზე, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განაცხადის დასახელებას ახლავს თან და კომენტარი ანსუ ფატის მდგომარეობაზეც გააკეთა.
ეს გასაოცარი სპორტია. მოგება დეპრესიისა და მოწყენილობის წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.
იმ ფეხბურთელების სია, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა შეუძლიათ, არა 26, არამედ 40 ფეხბურთელისგან შედგება. სამწუხაროა, რომ მათი ნაწილის განაცხადს მიღმა დატოვება მომიწევს. გუნდში ყველა ის ფეხბურთელი ვერ მოხვდება, რომელსაც მე ვისურვებდი.
ანსუ ფატი? უნდა ვნახო, როგორ თამაშობს ის "ბარსაში".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]