მესის მორიგი დუბლი არგენტინის ნაკრებში

მესის მორიგი დუბლი არგენტინის ნაკრებში

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ ლიონელ მესი კარგ ფორმაშია შესული. მან არგენტინის ნაკრების ზედიზედ მეორე თამაშში დუბლი გაიფორმა.

დღეს დილით "ალბისელესტე" იამაიკას ამხანაგურად დაუპირისპირდა. მესიმ თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, მაგრამ ამას მისთვის 2 გოლის გატანაში ხელი არ შეუშლია. ყველა დროის უდიდესმა ფეხბურთელმა თავი 86-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა, არგენტინამ კი 3-0 მოიგო.

მესის ნაკრებში გამართულ 164 თამაშში 90 გოლი დაუგროვდა. კარიერაში კი მას თერთმეტმეტრიანების გარეშე უკვე 675 გოლი აქვს, რაც საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებაა. ისტორიაში ასეთი შედეგი არცერთ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #2 28 სექტემბერი 2022 13:15
    1
    მომეწონა: " ყველა დროის უდიდესმა ფეხბუღთელმა"
    უყურებ და გენანება,რომ დრო მოდის,როცა უნდა წავიდეს და გენანება ყველა თამაში მისი მონაწილეობით,რომელსაც გამოტოვებ და ვერ უყურებ.
    Culé [?]
    #1 28 სექტემბერი 2022 11:07
    1
    Mr.Goat 🖤🇦🇷
    --------------------
    Cule🤙