ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება, 1 ასისტი და არცერთი ტრავმა

სექტემბრის სანაკრებო პაუზა "ბარსელონას" 6 ფეხბურთელის გუნდისთვის დასრულდა. დღეს ორმა მათგანმა ითამაშა და მთავარი ამბავი ისაა, რომ ორივე ჯანმრთელი გვიბრუნდება.
დანია-საფრანგეთი 2-0
უსმან დემბელესა და ჟიულ კუნდეს გარეშე დარჩენილი საფრანგეთის ნაკრები ანდრეას კრისტენსენის დანიასთან დამარცხდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მიზანს სტუმრებმა მიაღწიეს, მასპინძლებმა კი ვერა.
საფრანგეთის მიზანი A ლიგაში დარჩენა იყო და მარცხის მიუხედავად დიდიე დეშამის გუნდმა მიზანს მიაღწია, რადგან პარალელურ მატჩში ავსტრია ხორვატიასთან დამარცხდა. სწორედ ხორვატების მოგების გამო ვერ შეწვდა კრისტენსენის დანია ჯგუფში პირველ ადგილს.
კრისტენსენმა შეხვედრა სრულად ჩაატარა.
უელსი-პოლონეთი 0-1
საფრანგეთის მსგავსად მიზანს მიაღწია პოლონეთმაც, რომელსაც უელსთან სტუმრად ფრე აწყობდა, მაგრამ მოგებაც მოახერხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ძალიან ლამაზი გადაცემით გავიდა.
"ბარსელონას" თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა.
ნიდერლანდები-ბელგია 1-0
მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგის გარეშე დარჩენილმა ნიდერლანდების ნაკრებს ბოლო ტურში ფრეც აწყობდა, მაგრამ ლუი ვან გაალის გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი მოგებით გაინაღდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]