ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

ბროზოვიჩის ბარსელონასთან თამაში საეჭვოა

სანაკრებო თამაშები და ე.წ. "ფიფას ვირუსი" მხოლოდ "ბარსელონას" არ აწუხებს. რა გასაკვირია, რომ ტრავმები კატალონიელთა კონკურენტებისთვისაც პრობლემაა.

ამჟამად ავსტრიისა და ხორვატიის შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის პირველ ტაიმშიც მილანის "ინტერის" ხორვატმა ნახევარმცველმა, მარსელო ბროზოვიჩმა კუნთის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ბროზოვიჩის ტრავმა, მაგრამ საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ მან 10 დღეში, ანუ "ბარსასთან" თამაშამდე გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.

მარსელო ბროზოვიჩი "ინტერისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ის "ნერაძურის" ყველა შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, 5-ჯერ კი ხორვატმა მატჩი სრულად ჩაატარა.

რა თქმა უნდა, "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელის მსგავსად, ბროზოვიჩსაც მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 26 სექტემბერი 2022 11:47
    0
    ნეტავ ჩვენები დაბრუნდებოდნენ და ამას როგორმე გავუძლებდით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 23:45
    0
    ეს ჩვენ ისეთი დანაკლისი გვაქვს :კუნდე, არაუხო, დე იონგი დეპაი და დემბელე? რომ რავიცი, იმედია მაინც შევძლებთ ინტერთან გამარჯვებას