FIFA ბარსელონას არაუხოს ტრავმის გამო კომპენსაციას გადაუხდის

FIFA ბარსელონას არაუხოს ტრავმის გამო კომპენსაციას გადაუხდის

იმის გამო, რომ რონალდ არაუხომ ნაკრებში თამაშის დროს სერიოზული ტრავმა მიიღო, FIFA "ბარსელონას" კომპენსაციას გადაუხდის.

FIFA-ში არსებობს "კლუბების დაცვის პროგრამა". ეს პროგრამა ადგენს წესებს, რომელთა მიხედვითაც კლუბებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ, თუ მათი ფეხბურთელი ნაკრებიდან ტრავმირებული დაბრუნდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით ეს პროგრამა აქტიურდება მაშინ, როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა 28 დღეს აჭარბებს. რონალდ არაუხოს შემთხვევაში პროგრამა 21 ოქტომბერს გააქტიურდება.

კომპენსაციის ოდენობა ფეხბურთელის ხელფასზეა დამოკიდებული. დღიური მაქსიმალური თანხა 20 548 ევროა, დღეების მაქსიმალური ოდენობა კი 365. გამოდის, რომ FIFA ნაკრებში ტრავმირებულ ფეხბურთელში კლუბს მაქსიმუმ 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

ჯერჯერობით უცნობია, რა დროით უქმობა მოუწევს რონალდ არაუხოს. სავარაუდო დროდ 6-7 კვირა დასახელდა, მაგრამ ოპერაციის ვარიანტი გამორიცხული ჯერ კიდევ არაა და არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ურუგვაელი ნოემბერ-დეკემბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 26 სექტემბერი 2022 11:52
    0
    ციტატა: Chico
    suxaaa,
    ეხლა მინდოდა დამეწერა, მეც უყურე და გეთანხმები, უაზრო კალთბურთი იყო.
    მთელი მატჩი ერდ დონეზე ითამაშეს და ბოლო 4 წუთში ბარსამ მატჩი წააგო.
    რეალის ეს მომწონს, რომ ბოლო წუთამდე აწვებიან, არა აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშით იგებენ და თუ აგებენ, ისეთი ძალით აწვებიან, რომ სულ ქამ ბექს აკეთებენ. ფეხბურთელებმაც მარტო ბოლო ერთ წელში რამდენი მატჩი ამოქაჩეს. ბარსას ეს ჯინი და ჟილკა აკლია. ცოტათი წინ გავლენ და ჩერდებიან. ასე იყო დღესაც, ბოლო 4 წუთი ვერ გაუძლეს

    ეს კარგი რომ არაუხოზე კომპენსაციას მიიღებს კლუბი, მაგრამ კუნდეზე რა ხდება? არ ეკუთვნით კომპენსაცია? თუ სარეაბილიტაციო დროში ვერ ჯდება?

    Mundo Deportivo-ს ცნობით ეს პროგრამა აქტიურდება მაშინ, როდესაც მკურნალობის ხანგრძლივობა 28 დღეს აჭარბებს.
    ალბათ ამასაც ჩაურთავენ წამზომს და ვინ იცის, ისე ნეტა ტრამვა არ მიეღო და ის ფული გაიკეთონ უკან. კომპენსაცია კი არა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცით, კვირაში რო უკვე სამ თამაშს აიძულებთ.
    Culé [?]
    #5 26 სექტემბერი 2022 00:29
    0
    ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მგონი ეს ისეთი შემთხვევაა - არ მიიღებდა თამაშზე, ვარჯიშზე დაიტრავმებოდა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 26 სექტემბერი 2022 00:28
    0
    suxaaa,
    ეხლა მინდოდა დამეწერა, მეც უყურე და გეთანხმები, უაზრო კალთბურთი იყო.
    მთელი მატჩი ერდ დონეზე ითამაშეს და ბოლო 4 წუთში ბარსამ მატჩი წააგო.
    რეალის ეს მომწონს, რომ ბოლო წუთამდე აწვებიან, არა აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშით იგებენ და თუ აგებენ, ისეთი ძალით აწვებიან, რომ სულ ქამ ბექს აკეთებენ. ფეხბურთელებმაც მარტო ბოლო ერთ წელში რამდენი მატჩი ამოქაჩეს. ბარსას ეს ჯინი და ჟილკა აკლია. ცოტათი წინ გავლენ და ჩერდებიან. ასე იყო დღესაც, ბოლო 4 წუთი ვერ გაუძლეს

    ეს კარგი რომ არაუხოზე კომპენსაციას მიიღებს კლუბი, მაგრამ კუნდეზე რა ხდება? არ ეკუთვნით კომპენსაცია? თუ სარეაბილიტაციო დროში ვერ ჯდება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 სექტემბერი 2022 22:39
    0
    აუ ეს რა საზიზღარ კალათბურთს ვუყურე კლასიკოს რეალი ხო სირები და ბარსა იმინა მაგაყზე უარესები ეს რა საზიზღრობა იყო
    წევრი [?]
    #2 25 სექტემბერი 2022 22:29
    5
    დავრჩით გარსიას,პიკეს და კრისტენსენის იმედზე.აი გარსიას ახლა ეძლევა შანსი გამოავლინოს თავის ნამდვილი შესაძლებლობები
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 22:11
    3
    აი პროსტა რაარი რა, გვყავს გუნდში, ტიპი ცხოველივითაა და გუნდსაც ეხმარება და თვითონაც ფორმაშია, მერე მოდის სანაკრებო პაუზა, თან დედა აფეთქებული ამხანაგური თამაში, და უცებ 20 წამში საოპერაციოა ტიპი, კუნდე ეგრე მძიმედ არაა მაგრამ ეს ფეხბურთელები ხუთივე ვინც დაიტრამვა ხოდზე იყვნენ სულ და ფორმაში ხუთივე, ხოდა ნაკრებში ძალით დაამტვრიეს თუ რა ჯანდაბა ეტაკა ყველას ასე ერთად, არადა ახლა მოდის ყველაზე რთული თამაშები, ინტერთან ორჯერ, რეალთან და ბაიერნთან, არ ვიცი რა გვეშველება😒