ბარსელონამ და ლივერპულმა, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

ბარსელონამ და ლივერპულმა, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

კატალონიური Sport საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც "ბარსელონასა" და "ლივერპულს" შორის ფეხბურთელების გაცვლას ეხება.

ცნობილია, რომ "ბარსელონა" გასულ ზაფხულში მემფის დეპაის გუნდიდან გაშვებას ცდილობდა. ამას 2 მიზეზი აქვს - ფეხბურთელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება, თანაც ის ჩავისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე არაა.

მსგავს სიტუაციაში "ლივერპულში" ერთი ფეხბურთელია. ბრაზილიელ თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება და ბოლო დროს იურგენ კლოპის გუნდში მისი როლი ისეთი აღარაა, როგორიც წინა წლებში იყო.

Sport-ის ცნობით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონამ" და "ლივერპულმა", შესაძლოა, დეპაი და ფირმინო გაცვალონ. ასეთ შემთხვევაში კლუბები თავდამსხმელების ზაფხულში უფასოდ წასვლას თავიდან აირიდებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 25 სექტემბერი 2022 22:08
    2
    ოო ეს კარგი გაცვლა იქნება, ფირმინო მაგრად მევასება და ბარსას სტილშიც კარგად ჩაჯდება, მემგონი კარგი გაცვლა იქნება
    წევრი [?]
    #9 25 სექტემბერი 2022 21:13
    2
    ფირმინო ძაან მევასება. ჩემ სანაცნობოში სულ დასცინოდნენ რატო არ ვიცი. ძაან დაუფასებელია
    Culé [?]
    #8 25 სექტემბერი 2022 21:13
    2
    დეპაი მირჩევნია ბევრად
    Culé [?]
    #7 25 სექტემბერი 2022 20:34
    3
    ბევრად მოუხდება ფირმინო ბარსას სტილს. ეტყობა ეგეც რაღაცას ურევს რახან ამხელა ნიჭის კაცს არ ათამაშებენ, მარა იქნებ აქ გამოაცოცხლოს კარიერა. დეპაი დონეა თავისებურად მარა არც ბარსას დონისაა საბოლოოდ და არც სტილის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 სექტემბერი 2022 19:36
    2
    ციტატა: Moriba
    ფირმინო ძაან დონე ფორვარდია გოლების მანქანაა არაა მარა ისე შეუძლია კაცი გაიყვანოს და თავისიანი ერთი-ერთში გაიყვანოს ვერც მიხვდე აი დეპაი და ტორესი მოსაშორებელია ოროვე უეჭველი ფატიც ვეღარაა იმ ფორმაში და ეშინია თან თამაში ფრთხილობს აი ლეო თუ დაბრუნდა აუცილებლად მაგარიიქნება ლევანას იმდენს შეაყრევიებს შეილება ვერც დავითვალოთ დდ

    მე მგონი არც ლევანდოვსკი ჩამორჩება ასისტებში ლეოს და მასაც გაატანინებს. რაც მთავარია მოედანზეც კარგად ჩანს, რომ ლევანდოვსკისთვის განსხვავებით ისეთი ფეხბურთელებისგან როგორიც მბაპე ან რონალდუა, მთავარი გუნდისთვის გოლია და არა პირადი საბომბარდირო სიის შევსება.
    Culé [?]
    #5 25 სექტემბერი 2022 19:25
    6
    არ მგონია ფირმინიო დეპაიზე უკეთესი იყოს! ფირმინიოს დრო უკვე წავიდა
    გულშემატკივარი [?]
    #4 25 სექტემბერი 2022 18:50
    5
    ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლივერპულიდან წამოვიყვანდი, ალკანტარაა. მიუხედავად ასაკისა.
    --------------------
    •Barca forever•
    ფანი [?]
    #3 25 სექტემბერი 2022 18:44
    7
    ფირმინო ძაან დონე ფორვარდია გოლების მანქანაა არაა მარა ისე შეუძლია კაცი გაიყვანოს და თავისიანი ერთი-ერთში გაიყვანოს ვერც მიხვდე აი დეპაი და ტორესი მოსაშორებელია ოროვე უეჭველი ფატიც ვეღარაა იმ ფორმაში და ეშინია თან თამაში ფრთხილობს აი ლეო თუ დაბრუნდა აუცილებლად მაგარიიქნება ლევანას იმდენს შეაყრევიებს შეილება ვერც დავითვალოთ დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 სექტემბერი 2022 18:14
    2
    ფირმინო ზამენაზე დიდი ფუფუნებაა
    ციტატა: Don_Andresito
    ფირმინო კი გაახანგრძლივებს, აი დეპაია შარი. რო ქონდეს კონტრაქტი, მსოფლიოზე აეწეოდა ფასი, ესაა ლიდერი არადა. ისე მსოფლიოზე დეპაის და ტორესის კარგი თამაში ორივეს გაუზრდის მსურველებს და ორივე უნდა გავუშვათ და მაგათ ფასად ან ერთი კარგი შემტევი დავითრიოთ, ან ლეოს ადგილი გავათავისუფლოთ

    მესისთვის უნდა გავანთავისუფლოთ ადგილი ყველა ვარიანტში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 17:54
    0