ბარსელონელები ნაკრებებში: 2 გოლი და არცერთი ტრავმა

ბარსელონელები ნაკრებებში: 2 გოლი და არცერთი ტრავმა

შვიდმა "ბარსელონელმა" ითამაშა დღეს ნაკრებში და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ტრავმა არცერთს მიუღია.

ესპანეთი-შვეიცარია 1-2

ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში ექვსივე "ბარსელონელი" ვიხილეთ. გარსიამ, ალბამ, ბუსკეტსმა და გავიმ 90 წუთი ითამაშეს, ტორესი 63 წუთზე შეცვალეს, პედრი კი - 70-ეზე.

ესპანეთმა პირველი ტაიმი წააგო. თამაშის განახლებიდან ათ წუთში ჟორდი ალბამ მარკო ასენსიოს ძალიან კარგი თამაშისა და პასის შემდეგ გაათანაბრა, თუმცა შვეიცარიელებმა წინ გასვლა მალევე მოახერხეს. ბოროტი ენები ამბობენ, ესპანელთა კარში მე-2 გოლი ემბოლოს არ გაუტანია, ერიკ გარსიას კისერზე ავტოგოლიაო, მაგრამ UEFA ემბოლოს უთვლის და ჩვენ ვინ გვრჯის, გარსიას რომ დავაბრალოთ.

ამ წაგების გამო ესპანეთმა ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაკარგა, რომლის დასაბრუნებლადაც ბოლო ტურში პორტუგალიაში აუცილებლად მოგება ჭირდება.

კოტ დ'ივუარი-ტოგო 2-1

ფრანკ კესიეს კოტ-დ'ივუარმა ამხანაგურ მატჩში ტოგო დაამარცხა. "ბარსას" ნახევარმცველმა სრულად ითამაშა, 68-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც გაიტანა და ანგარიში 2-0 გახადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 25 სექტემბერი 2022 20:18
    1
    ციტატა: ikamach
    გვარდიოლასგან განსხვავებით ვერ გაიზარდა ლუის ენრიკე, გუშინ ვუყურებდი და ბარსას ცუდი პერიოდი გამახსენდა, სულ გაუთავებელი პასები და ნოლი შეტევა, ხო უნდა მიხვდეს რო მაგის დრო აღარაა. გავი კარგი იყო გუშინ, ამ ბიჭზე დიდი წარმოდგენა არ მქონდა და ბოლო თამაშებში ძაან გამაკვირვა, იმედია ეგრე გააგრძელებს, აი პედრიმ კი გუშინ საშინელი თამაში ჩაატარა, კაი ბიჭია მაგრამ სტაბილურობა აკლია, გარსია არ იყო ცუდი, მე მაინც მგონია რო მაგისგან კაი მცველი დადგება, ვნახოთ პორტუგალიასთან რას იზამენ

    პორტუგალიამ გუშინ ჩეხები 0-4 გაანადგურა სტუმრად, არც ესპანეთს დააკლებენ არაფერს მაგარ ფორმაში არიან და დააკვირდით იმ 4 გოლიდან რონალდუს არცერთი არ გაუტანია სულ ახალგაზრდებმა გაიტანეს. დარხეული აქვს ესპანეთს გუშინ ზუსტ პასებს ვერ აკეთებდნენ 5-10 მეტრში.
    გულშემატკივარი [?]
    #8 25 სექტემბერი 2022 16:01
    1
    სრული საზიზღრობაა ესპანეთის თამაში, ძირითადები რო ვნახე მაშინვე მივხვდი რაც იქნებოდა. ასენსიო და ფერანი ერთად რო გყავს შემტევ ხაზში და თან ძირითადში მემგონი აღარაფრის ამბიცია არუნდა გქონდეს :დ როდრის სკამზე დატოვებასაც ვერ მივხვდი, ალბათ დაასვენა.
    Culé [?]
    #7 25 სექტემბერი 2022 13:41
    0
    გვარდიოლასგან განსხვავებით ვერ გაიზარდა ლუის ენრიკე, გუშინ ვუყურებდი და ბარსას ცუდი პერიოდი გამახსენდა, სულ გაუთავებელი პასები და ნოლი შეტევა, ხო უნდა მიხვდეს რო მაგის დრო აღარაა. გავი კარგი იყო გუშინ, ამ ბიჭზე დიდი წარმოდგენა არ მქონდა და ბოლო თამაშებში ძაან გამაკვირვა, იმედია ეგრე გააგრძელებს, აი პედრიმ კი გუშინ საშინელი თამაში ჩაატარა, კაი ბიჭია მაგრამ სტაბილურობა აკლია, გარსია არ იყო ცუდი, მე მაინც მგონია რო მაგისგან კაი მცველი დადგება, ვნახოთ პორტუგალიასთან რას იზამენ
    Culé [?]
    #6 25 სექტემბერი 2022 11:54
    1
    შეტევაში სამი სკამის მხეხავი რატომ უნდა ჰყავდეს ესპანეთს? რა ლოგიკაა? ძაან საზიზღარ ფეხბურთს თამაშობენ და არც იმსახურებენ არაფრის მოგებას. ამდენი ფეხბურთელი ჰყავს და ვის ათამაშებს. მარტო როდრი რამხელა ძალაა და ტიპს გავი უყენია ძირითადში.
    Culé [?]
    #5 25 სექტემბერი 2022 11:01
    0
    გავი ნამდვილი მხეცია! ინის გადაუჯოკრავს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 სექტემბერი 2022 03:30
    0
    ლუჩის ის მაგარი ნაშები ვინები ეჯდა სტადიონზე ჰა?
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 25 სექტემბერი 2022 02:13
    1
    არაუხოს რა ცუდია თუ ოპერაცია დაჭირდა და თვეებზე მეტი მოუწია გამოტოვება კუნდე გადარჩა კიდე კაი 3 კვირაზე მეტი როარ დაჭირდება
    ფანი [?]
    #2 25 სექტემბერი 2022 02:04
    5
    გამ9ჩნდა რომ ერიკ გარსია არ არის ბოლომდე სანდო. არაუხო და კუნდე ძალიან დააკლდება გუნდს. ფერან ტორესი ამ ზამთარსავე გაუშვან ვინმე წესიერი მოიყვანონ ვინც კარებში დარტყმა იცის. ასენსიოზე არც იფიქროს ლაპორტამ.
    ფანი [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 01:13
    4
    ნამდვილად ჯობდა რომ ესპანეთის ნაკრების მატჩი არ მენახა.
    უსაშინლესმა დაცვამ ორი უაზრო გოლი გაუშვა კუთხურიდან. გაგვიმართლა, რომ ასპიკულეტა არ მოვიდა გუნდში.
    უსაშინლესმა შეტევამ ტორესისა და ასენსიოს მეთაურობით, კარების მიმართულებითაც კი ვერ მოახერხეს ვერც ერთი დარტყმის შესრულება.
    ერთად-ერთი მომენტი ჰქონდა ალბას და გაიტანა.
    არც სხვა მატჩებში ივარგა მაინც და მაინც ესპანეთის ნაკრებმა.
    ასეთი თამაშით აპირებს ენრიკე მუნდიალზე გამოსვლას?