ბარსა ატლეტიკი ისევ იგებს

ბარსა ატლეტიკი ისევ იგებს

რაფა მარკესის მიერ გაწვრთნილი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდი ისევ კარგად თამაშობს. დღეს "ბარსა ატლეტიკმა" მასავით ლიდერებს შორის მყოფ "მურსიას" უმასპინძლა და 2-0 მოუგო.

"ბარსა ატლეტიკში" დებიუტი ჰქონდა კატალონიელთა იმედისმომცემ ნახევარმცველს, პაბლო ტორეს, რომელსაც თავისი კლასის საჩვენებლად 35 წამი დასჭირდა. პირველივე წუთზე ტორეს ძალიან კარგი პასის შემდეგ მარცხენა მცველმა, ალექს ვალიემ ბურთი საჯარიმოში გაგზავნა, სადაც რობერტომ შესანიშნავად ითამაშა და ანგარიში გაიხსნა.

მე-60 წუთზე ალვარო სანსმა მეტოქე მეკარის უხეში შეცდომით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში "ბარსა ატლეტიკმა" საკუთარ კედლებში 3 თამაში ჩაატარა და სამივე მოიგო. 5 ტურში აღებული 11 ქულით კი მარკესის გუნდი, ჯერჯერობით, ლიდერია, თუმცა გადასწრების შანსი ორ გუნდს აქვს, რომლებიც ხვალ თამაშობენ.

ბარსა ატლეტიკი-მურსია 2-0

ბარსა ატლეტიკი (4-3-3): რუისი, ნუნიესი, პელაიო, ჩადი რიადი (სალაია 88), ვალიე, კასადო, სანსი (ალარკონი 83), ტორე, კრუსი (კარბონელი 75), რობერტო, ფუენტესი (ალბა 83).

გოლები: 1-0 რობერტო 1, 2-0 სანსი 60.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 სექტემბერი 2022 20:21
    0
    მეორე გოლზე მაგრა ვიცინე, კაი პასი გამოუვიდა მეკარეს, ასისტებში არ ჩაეწერება?