რონალდ არაუხო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

რონალდ არაუხო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს

დღეს ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს ტრავმა სერიოზულია და შესაძლოა, მას ოპერაციის გაკეთება და მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდეს.

დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, თითქოს 23 წლის ფეხბურთელმა ოპერაციაზე უარი თქვა, თუმცა თუ ჟერარ რომეროს დავუჯერებთ, მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

არაუხო გეგმავს, რომ ხვალ კლუბის ექიმებს გაესაუბროს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას, ოპერაციას ჩაიტარებს, თუ მკურნალობას ამჯობინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 25 სექტემბერი 2022 20:30
    0
    ექიმებს მოუსმინოს და გადაწყვეტილებას ისინი მიიღებენ, ამან რა უნდა მოიფიქროს. ეგრე მოიფიქრა უმტიტიმაც და კი ვნახეთ სადაც არის ეხლა, მაგრამ ის მსოფლიოს ჩემპიონი მაინც გახდა და აი ურუგვაის რისი იმედი აქვს.
    გულშემატკივარი [?]
    #14 25 სექტემბერი 2022 15:57
    0
    ჯერ ერთა ლიგა ხო სრული სისულელეა დიდი გუნდებისთვის, უინტერესო უმუღამო ჩემპიონატი, ჩვენნაირ ქვეყნებს კიდე რაღაც ამბიცია გვაქვს მაგრამ ისინი ვინც ისედაც გავლენ ევროპაზე უპრობლემოდ და რეგულარულად თამაშობენნ ევროპას რა თავს აკლავენ ამ უაზრო ჩემპიონატს. არ მესმის უბრალოდ, კარგი დავუშვად უნდა ითამაშო ჯანდაბას ოპტიმალური შემადგენლობა რა საჭიროა? საფრანგეთს დავიჯერო მცველი გაუჭირდა ეგრევე კუნდე რო დააყენეს ძირითადში? 10 ნორმალური ცენტრბექი მაინც გამახსენდა უცებ ვისაც შეეძელო კუნდეს მაგივრად უპრობლემოდ მდგარიყო, ბარსელონას გულშემატკივრის ინტერესიდან ნაკლებად ვსაუბრობ თვითონ ფეხბურთეის ინტერესი უნდა იყოს რო უაზრო და არაფრის მომცემ თამაშებში დაისვენონ, მითუმეტეს წელს ისედაც ძალიან გადატვირთული გრაფიკია. არაუხოს შემთხვევა კი საერთოდ უარესი, ამხანაგურ მატჩში რო არ დაეყენებინათ რა შეიცვლებოდა, იმედია მალე მოვა ჯანზე მაგრამ ურუგვაი ღირსია მსოფლიო გამოტოვოს არაუხომ (იმედია ასე არ მოხდება) და დარჩეს დანარჩენი მცველების იმედზე რომელთაც ყველას ერთად აღებულს სჯობს არაუხო. სირცხვილი დეშამს და ალონსოსაც(ურუგვაის ტრენერს)
    ფანი [?]
    #13 25 სექტემბერი 2022 02:09
    6
    აი ჭკვიანი რუდიგერი მიიღო ძალით ყვითელი შემდეგ თამაშს გამოტოვებს ადგა წამოვიდა მადრიდში. ესენი კი დარჩნენ ცხვრებივით, რაღაცა მაინც მოიფიქრონ ხოლმე. ან ტრამვაზე მოიმიზეზონ ტყუილი. არ წავიდნენ რაღაც უაზრო ამხანაგურებზე შუა სეზონში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 25 სექტემბერი 2022 00:16
    0
    ამან შარშან ხო გაიკეთა ოპერაცია?
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #11 24 სექტემბერი 2022 23:53
    5
    უმტიტი ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს. არაუხო ჭკვიანი ბიჭია და დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. რეალურად უნდა შეაფასოს სიტუაცია. ურუგაის, დიდი პატივის ცემის მიუხედავად, არამგონია შანსი ჰქონდეს მსოფლიოზე, ამასთანავე არაუხოს მთელი კარიერა წინ აქვს კიდევ მოასწრებს მსოფლიოზე თამაშს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით უკეთესი იქნება თუ მის მომოვალს საფრთხეს არ შეუქმნის.
    --------------------
    •Barca forever•
    გულშემატკივარი [?]
    #10 24 სექტემბერი 2022 23:33
    3
    ეს სანაკრებო პაუზა საერთოდ რატომ მოიგონეს ჩემი აზრით რაც კლოპმა თქვა სიმართლეა ეს ერთა ლიგა ძაან ძედმეტია ფეხბურთელებს ღლის და ტრამვავს. უბრალოდ ფიფამ ფულის შოვნის დამატებითი გზა შექმნა.
    გულშემატკივარი [?]
    #9 24 სექტემბერი 2022 23:30
    0
    კაროჩე ენრიკე ხო სირია, ვაბშე რას თამაშობს ნაკრები ვერ გავიგე. ალბამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რა ნაგავიცა, პირველ ტაიმში ტიპის პასი არ გასულა. გავის დაამტვრიეს ფეხები ბავშვს ამ ახვრისშველებმა 🤬🤬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 სექტემბერი 2022 23:25
    1
    არ მიქაროს ამ ბიჭმა და მთავარია ექიმებს მოუსმინოს, ამ მუნდიალზე გასვლის გამო კარიერა არ გაიფუჭოს, თუ საჭირო გახდება უნდა გაიკეთოს ოპერაცია და მუნდიალი დაიკიდოს, ურუგუაის შანსი მაინც არააქ მოგების ან ფინალში გასვლის , ასე რომ მაგის გამო კარიერა არ გაუფუჭოს, ჯანმრთელობას ვუსურვებ არაუხოსაც და სხვებსაც❤
    Culé [?]
    #7 24 სექტემბერი 2022 23:24
    1
    ამათი სანაკრებო პაუზები მოვსტ*ან, რა ჩემ კლედ უნდათ ამდენი ამხანაგური შუა სეზონში.
    ცალკე ლუის ენრიკემ შეგვცა რა დაანებოს თავი ბუსკეცს ძლივს დარბის, გავი და პედრი ბავშვები არიან ჯერ კიდევ და 1 თამაში არ გამოატოვებინა.
    ფანი [?]
    #6 24 სექტემბერი 2022 22:57
    4
    ურუგვაის ნაკრებს მუნდიალში მონაწოლეობის გარდა არანაირი პერსპექტივა არა აქვს.
    არაუხო ახლგაზრდაა და 4 წლის მერეც ნაკრების წევრი იქნება, ამიტომ მე ვთვლი, რომ თუ ოპერაცია გარდუვალია, უნდა გაიკეთოს.
    ერთი თვალნათლივი მაგალითი უკვე გვაქვს ბარსაში, როცა ფეხბურთელმა, რომელიც გაუვალი კედელი იყო, მუნდიალი ამჯობინა და ამითი დაღუპა მთელი თავისი შემდგომი კარიერა. მაგრამ უმტიტი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და არაუხოს ამის პერსპექტივა არ გააჩნია.
    ძალიან გული დამწყდება, რომ ღმერთმა არ ქნას და არაუხომ თავისი ძალა დაკარგოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2022 22:56
    3
    პრუნას მოუსმინე რონალდ,არ დაგვღუპო უმტიტისავით.გვჭირდები ნადირო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 24 სექტემბერი 2022 22:55
    0
    ციტატა: პავლოვიჩი
    ბარსას 6 ფეხბურთელმა მიიღო გრამვა სანაკრებო თამაშებში,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ფიზიკური -ფუნქციონალური მომზადება დაბალ დონეზეა.
    სამედიცინო შტაბი შესაცვლელია.
    არცერთ სხვა გუნდს ამდენი ტრავმირებული არ ჰყავს.

    მართალიხარ აგერ რეალს ფინტუსი ყავს და რა ხოდზე თამაშობს 36 წლის მოდრიჩი და არც იმტვრევა ტიპი😀
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2022 22:50
    1
    ბარსას 6 ფეხბურთელმა მიიღო გრამვა სანაკრებო თამაშებში,რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს,რომ ფიზიკური -ფუნქციონალური მომზადება დაბალ დონეზეა.
    სამედიცინო შტაბი შესაცვლელია.
    არცერთ სხვა გუნდს ამდენი ტრავმირებული არ ჰყავს.
    ფანი [?]
    #2 24 სექტემბერი 2022 22:45
    2
    ასე ვინ დაგვწყევლა...
    არაუხოს
    კუნდეს
    დეპაის
    ფრენკის მალე გამოჯანმრთელება!
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2022 22:40
    0
    ვახ ბიჭო...