არონ იააკობიშვილი ბარსა ატლეტიკის განაცხადში მოხვდა

არონ იააკობიშვილი ბარსა ატლეტიკის განაცხადში მოხვდა

სანაკრებო პაუზის მიუხედავად ესპანეთის მე-3 დივიზიონში თამაშები მაინც იმართება, ამ ლიგაში მოთამაშე "ბარსა ატლეტიკი" კი დღეს, 21:00 საათზე "მურსიას" უმასპინძლებს.

ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში "ბარსა ატლეტიკის" 4 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორისაა მეკარე არნაუ ტენასიც. მის ნაცვლად კი რაფა მარკესმა განაცხადში ქართული ფესვების უნგრელი მეკარე არონ იააკობიშვილი შეიყვანა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა.

დიდი ალბათობით არონს დღეს მოედანზე ვერ ვიხილავთ და "კატალონიელების" კარს ნილს რუისი დაიცავს, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნოა, როდესაც "ბარსელონას" მე-2 გუნდის განაცხადში 16 წლის ქართველი ხვდება.

არონ იააკობიშვილს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, "ბარსას" 19 წლამდელთა გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 25 სექტემბერი 2022 20:46
    0
    მარკესმა განაცხადში ქართული ფესვების უნგრელი მეკარე არონ იააკობიშვილი შეიყვანა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა.
    ძალიან სასიამოვნოა, როდესაც "ბარსელონას" მე-2 გუნდის განაცხადში 16 წლის ქართველი ხვდება.
    ჯერ გართული ფესვები ჰქონია, და ცოტა ხანში უკვე ქართველი გახდა? გვარი ებრაულია, ცხოვრობს უნგრეთში და რა აქვს ქართული, სახელი? საერთოდ ებრაელები რომლებიც მთელ მსოფლიოს არიან მოდებულები ყოველთვის ცდილობდნენ გვარი იმ ქვეყნის მსგავსი აეღოთ სადაც ცხოვრობდნენ რო პრობლემები არ ქონოდათ ადგილობრივებთან და აქ მთავრდება მისი ქართველობა.
    ფანი [?]
    #6 25 სექტემბერი 2022 15:23
    0
    მალე ძირითადში მოხვედრა გვეზეიმოს ჩვენო ბიჭო💙❤️🇬🇪
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 25 სექტემბერი 2022 00:17
    0
    ციტატა: cruyff9
    ნუ აჭარბებთ,,ნეტა თვითონ თუიცის ქართული ფესვები რო აქვს,,არამგონია

    ბაზარი არაა
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #4 24 სექტემბერი 2022 21:40
    3
    ნუ აჭარბებთ,,ნეტა თვითონ თუიცის ქართული ფესვები რო აქვს,,არამგონია
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2022 20:30
    0
    ნეტა ამის მოწვევას არ აპირებენ ახალგაზრდულში? ანუ თუ შესთავაზეს მაინც და რა თქვა. იმედია გოგიასავით და ჯიქიასავით არ გაგვყიდის
    წევრი [?]
    #2 24 სექტემბერი 2022 19:26
    2
    ბრავო კურტუაზე,ტერ შტეგენზე და ნოინერზე უკეთესი მეკარე გამოსულიყავი ბრავო
    წევრი [?]
    #1 24 სექტემბერი 2022 19:16
    3
    წარმატებები ბიჭო❤️
    ასახელე შენი ფესვები