რონალდ არაუხოსაც მინიმუმ ერთი თვე გაუცდება - MD

კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით რონალდ არაუხოს, ისევე, როგორც ჟიულ კუნდეს, მინიმუმ ერთი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ ფრანგის მსგავსად "ელ კლასიკოს" ურუგვაელიც გამოტოვებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნდეს უქმობა 4-5 კვირის განმავლობაში მოუწევს და ის "რეალ მადრიდთან" 16 ოქტომბერს გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.
რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ორივე მცველის ტრავმა ოფიციალურად დაადასტურა და ტრადიციულად მკურნალობისთვის საჭირო დრო არ დააკონკრეტა.
გუშინდელი ინფორმაციით არაუხოს მკურნალობას 2-3 კვირა დასჭირდებოდა. ეს მისი "ელ კლასიკოში" თამაშის იმედს ტოვებდა, მაგრამ Mundo Deportivo-ს ცნობით კლუბში პესიმისტურად არიან განწყობილნი და ფიქრობენ, რომ მასაც მინიმუმ ერთი თვე გაუცდება. ეს ნიშნავს, რომ "კლასიკოს" გარდა არაუხო ჩემპიონთა ლიგაზე "ინტერთან" ორივე თამაშს და სავარაუდოდ "ბაიერნთან" დაპირისპირებასაც გამოტოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]