ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება, 2 მარცხი და 1 ტრავმა

ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება, 2 მარცხი და 1 ტრავმა

დღეს სექტემბრის სანაკრებო პაუზის მე-2 დღის თამაშები გაიმართა. დღევანდელი დღე "ბარსელონელებისთვის" ნაკლებად ტრავმიანი გამოდგა.

რუმინეთი U21-ესპანეთი U21 1-4

პირველად საქმეში ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ვიხილეთ, რომელმაც ამხანაგურ მატჩში რუმინეთს მარტივად სძლია.

ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეკარე არნაუ ტენასი და მარცხენა მცველი ალეხანდრო ბალდე. ტენასმა სრულად ითამაშა, ბალდე კი ყოფილმა "ბარსელონელმა", ხუან მირანდამ მეორე ტაიმში შეცვალა.

თამაში შეუცვლელად ჩაატარა "ბარსელონადან" "ვალენსიაში" იჯარით გაშვებულმა ნიკო გონსალესმა.

ირანი-უგუვაი 1-0

ნაკრებში თამაში არ დასცალდა რონალდ არაუხოს, რომელმაც ტრავმა პირველივე წამებზე მიიღო.

"ბარსას" ცენტრალური მცველი კატალონიაში ხვალ დაბრუნდება, მის გარეშე დარჩენილი ურუგვაი კი ირანსაც ვერ უგებს.

ბრაზილია-განა 3-0

განასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში 80 წუთი ითამაშა რაფინიამ.

"ბარსას" სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა კუთხურიდან საგოლე გადაცემა კი გააკეთა, მაგრამ ვინისიუსს ისეთი საგოლე პასი გაუფუჭა, რომ თამაში პასივში უფრო ეთვლება, ვიდრე აქტივში.

გერმანია-უნგრეთი 0-1

გერმანიის ნაკრების კარში იდგა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მისი გუნდი კი ერთა ლიგის სენსაცია უნგრეთთან სახლში დამარცხდა.

გერმანელებმა ჯგუფის პირველ ადგილზე დასრულების ყველანაირი შანსი დაკარგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #5 24 სექტემბერი 2022 16:43
    0
    არაუხოს ტრავმა მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2022 11:57
    0
    დავიჯერო ეს ტერ შტეგენის ბოლო მატჩია გერმანიის ნაკრებში? მაგრამ ბურთი ნამდვილად აუღებელი იყო და არამგონია ამისთვის მოტეხონ ნაკრებიდან.
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2022 09:19
    0
    სულ სანაკრებოზე მემგონი 7 ტრამვა იყო და აქედან 5 ბარსას ფეხბურთელია. მეცინება უკვე
    ფანი [?]
    #2 24 სექტემბერი 2022 08:07
    0
    მერამდენეგ უგებ უნგრეთი😄😄 და ჩვენ ვერ ვუგებთ ამ შვაინებს🤨
    Culé [?]
    #1 24 სექტემბერი 2022 02:09
    1
    შტეგენის ბრალი იყო ეგ გოლი არ უნდა გაეშვა
    --------------------
    THUGS