რონალდ არაუხოს, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაუცდება

რონალდ არაუხოს, სავარაუდოდ, 2-3 კვირა გაუცდება

ცნობილ ესპანელ ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, რონალდ არაუხოს მიერ ურუგვაის ნაკრებში მიღებული ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ...

3 კვირაზე ცოტა მეტ ხანში "ბარსელონა" "რეალ მადრიდს" სტუმრად დაუპირისპირდება. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონობის ბედს სწორედ "კლასიკოები" გადაწყვეტს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ამ მატჩს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

გუშინ და დღეს ტრავმა "ბარსელონას" ოთხმა ფეხბურთელმა მიიღო - ჟიულ კუნდემ, ფრენკი დე იონგმა, მემფის დეპაიმ და რონალდ არაუხომ. ოფიციალური ინფორმაცია არცერთზე გავრცელებულა, მაგრამ არაოფიციალური ვარაუდით ვიცით, რომ კუნდეს 2-3 კვირა გაუცდება, ანუ ის გუნდს "კლასიკომდე" მცირე ხნით ადრე დაბრუნდება.

ხავი მიგელის ცნობით იგივე სიტუაციაა რონალდ არაუხოსთან დაკავშირებითაც. მოსალოდნელია, რომ მასაც 2-3 კვირა გაუცდება და ის გუნდს მადრიდში გასამართ თამაშამდე მცირე ხნით ადრე დაუბრუნდება.

მანამდე კი არის 2 ძალიან მნიშვნელოვანი თამაში "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში შეხვედრები "მალიორკასთან" და "სელტასთან".

რაც შეეხება სამედიცინო გამოკვლევებს - გავრცელებული ინფორმაციით კუნდეს, დეპაისა და არაუხოს ექიმები ხვალ შეამოწმებენ, დე იონგს კი - ორშაბათს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #5 24 სექტემბერი 2022 14:18
    0
    გარსიამ და კრისტესტენმა უნდა იყოჩაღონ

    კაია რომ კლასიკოში იქნება არაუხო და კუნდეც
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 24 სექტემბერი 2022 12:02
    0
    ძალიან ცუდი სანაკრებო სესია გამოვიდა ჩვენთვის, ძლივს ფეხზედამდგარი გუნდი ისევ ტრამვირებილებით აივსო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 სექტემბერი 2022 10:52
    0
    აი პროსტა სიტყვებიც ზედმეტია, ძლივს შევქმენით კონკურენტუნარიანი კლუბი და ეგრევე 4 ასეთი ტრამვა🤦‍♂️, იმედია მალე გამოჯანმრთელდებია და მეტი აღარავინ დაიტრამვება, კაი ფრენკის ნაცვლად გავი თამაშობდა ისედაც და დეპაიც არაა საკვანძო ფიგურა მაგრამ ის ორი გადარეული ცენტრში უბრალოდ არვიცი, მოუწევთ გარსიას და პიკეს თამაში და იმედია ორივე უმაღლეს დონეზე ჩაატარებენ თამაშებს
    გულშემატკივარი [?]
    #2 24 სექტემბერი 2022 00:14
    1
    ინიგო მარტინესის ნიუსი რო დაიდო, ხალხი წერდა ამდენი ცენტრალური მცველი რად გვინდაო. მე არ ვიცი ესენი აფერისტობენ (იმედია ასეა) თუ მართლა ტრავმები აქვთ, მაგრამ ფაქტია გამოჩნდა რომ 4-5 ცენტრალური მცველი სულ უნდა გყავდეს გუნდში. გინდ ოფიციალური ეძახე გინდ არაოფიციალური, ფაქტია კუნდე და არაუხო ტრავმირებულები არიან სანამ გამოკვლევების პასუხებს არ გავიგებთ
    Culé [?]
    #1 23 სექტემბერი 2022 23:53
    0
    აქედან თვითმფრინავით გავიდნენ და იქიდან ტრამვაით ბრუნდებიან...