დანი ალვესი: ახლა შემიძლია, ვილაპარაკო... რონალდუ მიყვარს, ის სამაგალითოა

დანი ალვესი: ახლა შემიძლია, ვილაპარაკო... რონალდუ მიყვარს, ის სამაგალითოა

"ბარსელონას" ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი, ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი დანი ალვესი საკმაოდ მოულოდნელ და გულახდილ განცხადებებს აკეთებს.

მექსიკურ "პუმასში" მისსავე თანაგუნდელთან, ეფრაინ ვალერდესთან იუთუბ გადაცემაში საუბრის დროს 39 წლის ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

ძალიან მიყვარს რონალდუ. ახლა ჩვენ "ბარსასა" და "რეალ მადრიდში" აღარ ვართ, აღარაა სიტუაცია, როდესაც ლაპარაკი არ შეგვეძლო, ახლა შემიძლია, ვილაპარაკო. კრიშტიანუ ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითოა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც არ აქვს საკმარისი უნარები, მაგრამ დაუღალავი შრომით საუკეთესოებისთვის კონკურენციის გაწევას ახერხებს. ის ამის მაგალითია. მას დიდ პატივს ვცემდი მაშინაც კი, როდესაც მის წინააღმდეგ ვთამაშობდი. მქონდა საშუალება, ეს მისთვის პირადად მეთქვა.
იყო დრო, როდესაც მე ვცდილობდი, მას მივსალმებოდი, ის კი საპასუხოდ არ მესალმებოდა. ეს ერთხელ მოხდა, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე. ის არ მომესალმა, მაგრამ ამის მიზეზი ის აურზაური იყო, რომელიც გარედან ვრცელდებოდა. იყო საუბარი, თითქოს მე მას პატივს არ ვცემდი. როგორ შეიძლება, მე პატივს არ ვცემდე ადამიანს, რომელმაც ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწია? მე საკუთარ თავს მასთან ვაიგივებ. ყველაფერი, რისთვისაც ცხოვრებაში მიმიღწევია, შრომაზეა დაფუძნებული.
თუ შედარებას გავაკეთებთ, როგორც მოთამაშე უფრო კრიშტიანუსთან ვარ ახლოს, ვიდრე ლეოსთან. ამის მიზეზი შრომაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ამას ვაკეთებდი: ვშრომობდი იმისათვის, რომ მოვსულიყავი იქამდე, სადაც ახლა ვარ. მე არ ვყოფილვარ განსაკუთრებით ნიჭიერი, მაგრამ ვშრომობდი. ასევეა რონალდუც. დიახ, მას აქვს ნიჭი, მაგრამ შრომა არის ის, რისი წყალობითაც მესისთან კონკურენცია შეძლო. როგორ შეიძლება, მას პატივი არ ვცე? თუმცა, რა თქმა უნდა, "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდში" ეს მგრძნობიარე თემაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 გუშინ, 10:27
    0
    რონალდომ, როგორც ფეხბურთელმა ბევრს მიაღწია, მაგრამ როგორც ადამიანი არის საკუთარ თავზე შეყვარებული ბოღმიანი @@ე.
    არასდროს არ მევასებოდა და მოვიკითხავ ხორხინიას თუ რაც ქვია მის გულის ვარდს. მისი მზე ჩაესვენა, მესი კი ჯერ კიდევ ამბობს თავის სათქმელს.
    გულშემატკივარი [?]
    #6 24 სექტემბერი 2022 15:19
    0
    ამან კიდევ ტვინი შეჭამა " ბრძნული" გამნათქვამებით. პრინციპში მესსის სიდიადეს აღიარებს, ნაგრამ საერთიდ რაში სჭირდება ასეთი გამნათქვამები. უფრო თავისი პიარია, რომ ხალხმა გაიხსენოს ყველაზე ტიტულვანი ფეხბურთელი ისტორაში. იცის, რომ სულ მალე მესსი მოხსნის მის რეკორდს და დანი ალვესი გადაინაცვლებს -და ასე შემდეგ- კატეგორიაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 სექტემბერი 2022 12:08
    1
    ამას დაავიწყდა რონალდუს იდაყვი კისერში ერთ ერთ კლასიკოში? ეს რო რონალდოს ბლოკავდა უბურთოდ და კისერში ისე მიიღო 5 წუთი ასულიერებდნენ, ყვითელიც ამას მისცეს როცა ის ბალერონი გასაგდები იყო ულაპარაკოდ.
    Culé [?]
    #4 24 სექტემბერი 2022 02:39
    3
    ციტატა: Fc Barca Batumi
    ამ ორი ლეგენდის, როგორიცაა მესი და რონის ეპოქა ბევრისთვის სანატრელი გახდება. სამწუხაროდ გვინდა თუ არ გვინდა ერთ დროს დასრულდება მათი კარიერაც, რომელიც არ გვინდა არავის, რა სჯობია ლეგენების ცქერას ჰაა...
    მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა!
    მესი: - არის კაცი-ადამიანი, ფეხბურთის მეფე, თბილი და თავმდაბალი პიროვნება!
    რონი: - არის ადამიანი, მაგრამ ამპარტავანი, შურიანი და ბოღმის ბუკეტი!

    smile laughing
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 24 სექტემბერი 2022 00:57
    5
    ამ ორი ლეგენდის, როგორიცაა მესი და რონის ეპოქა ბევრისთვის სანატრელი გახდება. სამწუხაროდ გვინდა თუ არ გვინდა ერთ დროს დასრულდება მათი კარიერაც, რომელიც არ გვინდა არავის, რა სჯობია ლეგენების ცქერას ჰაა...
    მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა!
    მესი: - არის კაცი-ადამიანი, ფეხბურთის მეფე, თბილი და თავმდაბალი პიროვნება!
    რონი: - არის ადამიანი, მაგრამ ამპარტავანი, შურიანი და ბოღმის ბუკეტი!
    Culé [?]
    #2 23 სექტემბერი 2022 23:56
    1
    შენ უფრო სამაგალითო ხარ ცანცარ
    წევრი [?]
    #1 23 სექტემბერი 2022 23:45
    5
    ჰო, უცხო არაფერი უთქვამს დანისაც. ისედაც ვიცით რონალდო რომ სამაგალითოა, ისევე როგორც ლევანდოვსკი და ა.შ.. მესია უბრალოდ ყველასგან სხვა ლეველზე, ადამიანური უნარებისგან შორს, რასაც მესი აკეთებს შრომით ვერ მიაღწევ, ამიტომაც დგას ყველა ფეხბურთელზე გაცილებით მაღლა.