დე იონგიც ტრავმირებულია

დე იონგიც ტრავმირებულია

ჟიულ კუნდეს, მემფის დეპაისა და რონალდ არაუხოს შემდეგ ფრენკი დე იონგის ტრავმაც დადასტურდა.

პოლონეთთან გუშინ გამართულ შეხვედრაში ნიდერლანდელი ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალეს. მოსალოდნელი იყო, რომ ის ნაკრების მომდევნო შეხვედრაში ითამაშებდა, თუმცა Sport-ის ცნობით დეპაისთან ერთად ეროვნული გუნდის შეკრება მანაც დატოვა. ორივე ნიდერლანდელი ბარსელონაში მალე დაბრუნდება.

ივარაუდება, რომ დე იონგის ტრავმა სერიოზული არაა და მას 1-2 კვირა გაუცდება.

ნიდერლანდელ ნახევარმცველს გამოკვლევები ორშაბათს ჩაუტარდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 გუშინ, 10:30
    0
    მთელი დარჩა ვინმე?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 სექტემბერი 2022 12:15
    0
    ვინ დაგვწყევლა ეს უპატრონო. რა სანაკრებოები აუტყდათ ამათაც. ამ პაუზის გამოა რო ოქტომბერი საერთო სრულად გადაიტვირთა.
    Culé [?]
    #7 24 სექტემბერი 2022 11:57
    0
    იქნება წუწუნს მორჩეთ და მიხვდეთ რომ აფერისტობენ. მარტო კუნდეს ტრავმა ჩანს ნამდვილი და შეიძლება ეგეც ბლეფია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 სექტემბერი 2022 22:58
    0
    აი ხო მივდიოდით არა კარგად, დაიწყო ეს სანაკრებო პაუზა და ოთხი ფეხბურთელი დაგვეტრამვა, აქედან 3 საკვანძო ტიპია, კაი ცენტრში იმდენად არაა გაჭირვება მაგრამ დაცვაში ძირითადის 2 მცველი დაგვეტრამვა, იმედია არაუხო მალე დაბრუნდება და ინტერთან მზად იქნება
    Culé [?]
    #5 23 სექტემბერი 2022 22:56
    0
    ბიჯოოოოო სანაკრებო კიარა ტრავმის ასაკიდებელი პაუზაა. ვინღა დარჩა დასატრავმი? დემბელე იყოს ჭკვიანად კი მაინც, ძლივს ორი თამაში გადააბა
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 სექტემბერი 2022 22:48
    0
    რა ჯანდაბა ხდება?
    გულშემატკივარი [?]
    #3 23 სექტემბერი 2022 22:38
    7
    ოქტომბრის რთული კალენდრის გამო მართლა დიდია იმის ალბათობა რო აფერისტობდნენ, აბა დავიჯერო 5 ძირითადის კაცი ასე ერთიანად წამში გაიტრავმა ერთი მეორეს მიყოლებით?
    ძალიან უცნაურია და მე პირადად ასეთი დამთხვევების ნაკლებად მჯერა
    ფანი [?]
    #2 23 სექტემბერი 2022 22:36
    0
    ბედი არ გინდა?
    წევრი [?]
    #1 23 სექტემბერი 2022 22:36
    3
    სასაცილოა უკვე ეს სატირალი როარ იყოს