ბარსას ფეხბურთელების განახლებული ფასები Transfermarkt-ს ვერსიით

ბარსას ფეხბურთელების განახლებული ფასები Transfermarkt-ს ვერსიით

ცნობილმა სპორტულმა საიტმა, Transfermatkt-მა ლა ლიგის გუნდების ფეხბურთელების ღირებულებები განაახლა. მათ შორის "ბარსელონას" მოთამაშეების ღირებულებებიც.

"ბარსელონას" შემადგენლობის ფასი 813 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ეს მე-7 შედეგია "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულის", "პარი სენ-ჟერმენის", "ბაიერნის", "ჩელსისა" და "რეალ მადრიდის" შემდეგ. ყველაზე ძვირადღირებული გუნდების ათეულში შემავალი 8 გუნდის ფასმა მოიმატა, ხოლო "პარი სენ-ჟერმენისა" და მე-9 პოზიციაზე მყოფი "ტოტენჰემისამ" მოიკლო.

"ბარსელონაში" 6 ფეხბურთელის ფასმა მოიმატა, სამის ფასმა დაიკლო, ხოლო დანარჩენების უცვლელი დარჩა. ეს კარგი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებულ გუნდ "რეალ მადრიდში" ასევე სამი ფეხბურთელის ფასმა დაიკლო და მხოლოდ ოთხისამ მოიმატა.

"ბარსას" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 18 წლის პედრია, რომელიც ლა ლიგაში ვინისიუსის შემდეგ მეორეა, მსოფლიოში კი ბრაზილიელის გარდა მხოლოდ პირველ-მეორეზე მყოფ მბაპესა და ჰოლანდს ჩამორჩება. ივნისის შემდეგ პედრის ფასი 10 მილიონით გაიზარდა.

მეორე ადგილზე 18 წლის გავია, რომლის ღირებულებამაც ასევე 10 მილიონით მოიმატა და ახლა 70 მილიონს შეადგენს.

რა თქმა უნდა, გაიზარდა რონალდ არაუხოს ფასიც. ივნისში ის 50 მილიონი ღირდა, ახლა კი 60 მილიონი ღირს.

2019 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ დემბელეს ფასი გაიზარდა, თანაც 20 მილიონით. ამჟამად ფრანგი 50 მილიონი ევრო ღირს.

"ბარსას" ერთადერთი ახალწვეული, რომლის ღირებულებამაც მოიმატა, რაფინიაა. ბრაზილიელი შემტევი 45 მილიონი ღირდა და მისმა ფასმა 5 მილიონით მოიმატა.

ბოლო ფეხბურთელი, რომლის ფასიც გაიზარდა, 18 წლის ბალდეა. ახალგაზრდა მარცხენა მცველი ივნისში 4 მილიონი ღირდა, ახლა კი მისი ღირებულება გაორმაგებულია.

შემცირდა შემდეგი ფეხბურთელის ფასები: ფერან ტორესი (45-დან 40 მილიონამდე), მემფის დეპაი (35-დან 25 მილიონამდე), ჟერარ პიკე (5 მილიონიდან 3 მილიონამდე).

"ბარსელონას" ფეხბურთელების ფასები:

ფეხბურთელი ფასი (მლნ. ევრო)
პედრი 90
გავი 70
ფრენკი დე იონგი 60
ჟიულ კუნდე 60
ანსუ ფატი 60
რონალდ არაუხო 60
უსმან დემბელე 50
რაფინია 50
რობერტ ლევანდოვსკი 45
ფრანკ კესიე 45
ფერან ტორესი 40
ანდრეას კრისტენსენი 35
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 30
მემფის დეპაი 25
ექტორ ბელერინი 20
ერიკ გარსია 18
მარკოს ალონსო 12
სერხიო ბუსკეტესი 9
ჟორდი ალბა 9
ალეხანდრო ბალდე 8
სერჟი რობერტო 6
ინიაკი პენია 4.2
ჟერარ პიკე 3
პაბლო ტორე 3
არნაუ ტენასი 1.5

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გულშემატკივარი [?]
    #11 გუშინ, 15:30
    0
    ღადაობენ ესენი 35 წლის ჟორდი ალბას კუბომთრევი დედაც! 9ლიმონი და მომავალი ჩავის ფასი3ლიმონი?
    ფანი [?]
    #10 23 სექტემბერი 2022 21:28
    0
    ციტატა: levanoza
    ფეხბურთელის ფასი ისაა რამდენადაც გაიყიდება (1 000 000 000 ღირს ზოგის გამოსყიდვა. რაც არალეალურია კვადრატში), ეს ტრანსფერმარკეტი ხომ ფიშკაა მაგარი!

    გამოსასყიდი თანხა დიდად განსხვავდება თანხისგან რომელსაც ტრანსფერმარკეტი ადებს ფეხბურთელს
    Culé [?]
    #9 23 სექტემბერი 2022 18:05
    0
    ფეხბურთელის ფასი ისაა რამდენადაც გაიყიდება (1 000 000 000 ღირს ზოგის გამოსყიდვა. რაც არალეალურია კვადრატში), ეს ტრანსფერმარკეტი ხომ ფიშკაა მაგარი!
    წევრი [?]
    #8 23 სექტემბერი 2022 18:04
    2
    ციტატა: barcaforever
    პედრი 90 კიარა 150 უნდა ღირდეს მინიმუმ. ამჟამად საუკეთესოა თავის პოზიციაზე

    ცოტა თვალები გაახილეთ. რანაირადა საუკეთესო თავის პოზიციაზე, როდესაც მარტო სიტის ყავს მაგ პოზიციაზე დე ბრუინი, სილვა, გუნდოგანი, ფოდენიც ნახევარმცველია იდეაში. შეუძლია რომ საუკეთესო იყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შორსაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 სექტემბერი 2022 17:57
    0
    ესე იგი პიკეს გაყიდვასაც კი აღარა აქვს აზრი და ამ დროს გუნდის ხელფასების 15 პროცენტამდე მაგას მიაქვს.
    Culé [?]
    #6 23 სექტემბერი 2022 17:04
    0
    ციტატა: carles puyol 5
    შტეგენისთვის 30 ზედმეტად მეცოტავება

    მეკარეა და პირიქით ბევრიც არის თან აშკარად მოუკლო ბოლო ორი წელია, ნუ შარშანდელი ხო საერთოდ რა იყო
    --------------------
    THUGS
    გულშემატკივარი [?]
    #5 23 სექტემბერი 2022 16:59
    4
    პედრი 90 კიარა 150 უნდა ღირდეს მინიმუმ. ამჟამად საუკეთესოა თავის პოზიციაზე
    გულშემატკივარი [?]
    #4 23 სექტემბერი 2022 16:58
    3
    სხვათაშორის მამარდა 10 ღირდა და 20 გახდა. ამ ეტაპზე ყველაზე ძვირი ქართველი ფეხბურთელია
    წევრი [?]
    #3 23 სექტემბერი 2022 16:24
    3
    გარსიას 18 და შტეგენის 30 ძაან მეცოტავება
    --------------------
    More than a Club / MÉS QUE UN CLUB /
    მეტი ვიდრე კლუბი
    ფანი [?]
    #2 23 სექტემბერი 2022 16:08
    4
    შტეგენისთვის 30 ზედმეტად მეცოტავება
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    ფანი [?]
    #1 23 სექტემბერი 2022 15:57
    2
    დემბელე მინ 70 უნდა ღირდეს სადაც ვინი 120 ღირს😂