El Mundo-ს მორიგი მასალები: ნეიმარმა იტირა... მამამისი კი მის ბარსაში დატოვებას ცდილობდა

El Mundo-ს მორიგი მასალები: ნეიმარმა იტირა... მამამისი კი მის ბარსაში დატოვებას ცდილობდა

მესისა და პიკეს შემდეგ ესპანური El Mundo საიდუმლო მასალებს ნეიმართან დაკავშირებითაც ასაჯაროებს.

საქმე ეხება 2017 წელს და ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლას.

ჟურნალისტებმა "ბარსას" სპორტული დირექტორის, რაულ სანლეჰის ელექტრონული მიმოწერები მოიპოვეს. ირკვევა, რომ ნეიმარის მამა მინიმუმ 5-ჯერ შეეცადა, შვილი "ბარსელონაში" დარჩენაში დაერწმუნებინა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ნეიმარმა კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 64 მილიონი ევრო მიიღო. ამის შემდეგ "ბლაუგრანას" დატოვების სურვილი ნეიმარის მამასაც გაუჩნდა.

დოკუმენტების თანახმად "ბარსელონაზე" გაბრაზებულმა ნეიმარის მამამ კლუბს განუცხადა:

არ გენდობით, თქვენ ჩვენ მოგვატყუეთ. თავიდან როსელმა მოგვატყუა, შემდეგ ბართომ, ახლა კი ინფორმაციამ გაჟონა. თუ ამ თანხას დღესვე არ მივიღებთ, შემიძლია, კონტრაქტი კანონიერად გავაუქმო და თქვენ 222 მილიონს ვერ მიიღებთ.

ასევე ვრცელდება რაულ სანლეჰის მიმოწერის ფრაგმენტებიც:

პრობლემა ნეიმარის თავშია. ამ ბავშვს რთული პერიოდი უდგას. მას ბევრი პირადი პრობლემა აქვს, ის დაბნეული და მოწყვლადია. მას მიაჩნია, რომ "ბარსელონადან" წასვლა მის პრობლემებს მოაგვარებს, არადა პირიქით მოხდება.

ნეიმარს რამდენჯერმე ვესაუბრე. მან ჩემთან იტირა კიდეც, თანაც არაერთხელ. მან მითხრა, რომ დაკარგულია. თანაგუნდელები შესანიშნავად ექცეოდნენ, მხარს ბოლომდე უჭერდნენ. თუმცა ისინიც დაიღალნენ, ისევე, როგორც მე, ისევე, როგორც ყველა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 10:41
    0
    გამოქანდით ბარსას ,,კეთილისმსურველებო" და დაასკდით ზედ ანძაზე.
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 სექტემბერი 2022 01:58
    0
    ჰა-ჰა-ჰა..... ასე მგონია ესპანეთში ფეხბურთის გარშომო სამყარო ერთდროულად გამოშტერდა. ლა ლიგა, პრესა, ფედერაცია და დანარჩენები... ვერაფრით ვერ მოუნელებიათ, რომ ლაპორტამ და მისმა ხალხმა ისეთი გამოსავალი იპოვა, რომ კლუბი ბანკროტი კი არა თითქმის ყველაზე ძლიერი გახდა.... ყველანაირად ცდილობენ ფეხი დაუდონ და სიბილწე მოასხან კლუბს... აღარ იციან რა დაწერონ, ხალხი ყავთ დაქირავებული, რომლებიც სხვადასხვა გამოცემებში და ქსელებში ყველანაირ სისულელებს წერენ..... თანაც რამდენი არიან ეს ოხრები.... ეხლა 4 ძირითადი მოთამაშე დაგვიზიანდა და ალბათ ზეიმი აქვთ...... მაგრამ, არაფერი გამოუვათ.... დღეს უნგრეთის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა სტუმრად და ტერ სტეგენი რომ არა, ანგარიში 4:0 იქნებოდა, მაშინ რატომ ვერ უნდა შესძლოს ბარსელონამ ბაიერნის დამარცხება? უნდა შესძლოს, რომ "კეთილისმსურველები" ერთ ადგილზე გასკდნენ და ბოღმამ დაახრჩოს...... ასეც იქნება, იმიტომ რომ ბარსელონა იყო, არის და იქნრბა მეტი ვიდრე კლუბი და ტებასის ნაირი ძუკნები ვერაფერს დააკლებენ.......
    Culé [?]
    #4 23 სექტემბერი 2022 23:25
    0
    yleიმარი.
    ფანი [?]
    #3 23 სექტემბერი 2022 21:13
    1
    ეჰ,როგორ გული მწყდება რომ ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი ასე ცუდ გზას დაადგა 2017 წელს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 სექტემბერი 2022 18:02
    0
    აი ტიპს ოქროს წლები შეწძლო ჰქონოდა ბარსაში მაგრამ წავიდა ფერმერ ლიგის გუნდში სადაც არც დაფასებას იღებს, ფანებსაც არ ევასებათ და ლიგასაც ვერ იგებენ, იდიოტია აბა რა, ვინ იცის ბარსაში რომ დარჩენილიყო იქნებ ოქროს ბურთიც მოეგო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 23 სექტემბერი 2022 13:28
    3
    ნეიმარი რო ვერ იყო, იქიდანაც ჩანს რო ბარსელონადან პსჟ-ში გადავიდა.