ბარსელონელები ნაკრებებში: 2 მოგება და 2 ტრავმა

დღეს სექტემბრის სანაკრებო პაუზის პირველი შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა "ბარსელონას" ექვსმა ფეხბურთელმა მიიღო.
პოლონეთი-ნიდერლანდები 0-2
ამ შეხვედრაში სამმა "ბარსელონელმა" ითამაშა. მემფის დეპაისა და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებმა რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს სტუმრად სძლია.
სამივე "ბარსელონელი" სასტარტოში იყო. ლევანდოვსკიმ სრულად ითამაშა, მემფისმა მოედანზე 52 წუთი დაჰყო და ტრავმის გამო შეცვალეს, დე იონგი კი შესვენებაზე გამოცვალეს. ფრენკის ტრავმასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა და შესაძლოა, მისი შეცვლის მიზეზი ისაა, რომ ის ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის საფრთხის წინაშე იყო.
საფრანგეთი-ავსტრია 2-0
კიდევ ერთი ტრავმირებული საფრანგეთის ნაკრებში გვყავს - ჟიულ კუნდემ მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.
უსმან დემბელე სათადარიგო იყო და ის მოედანზე 78-ე წუთზე, ასევე "ბარსას" საკუთრებაში მყოფი ანტუან გრიზმანის ნაცვლად შევიდა.
ხორვატია-დანია 2-1
საკუთარ ნაკრებში ითამაშა ანდრეას კრისტენსენმაც, რომელმაც ხორვატიასთან წაგებულ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]