მესი ლაპორტას: ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი, შემდეგ კი ჩემი კარი ღიაა

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მესის კლუბში დაბრუნებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და მიმდინარე კვირაში ლეოს დაურეკა. ამ ინფორმაციას ბარსელონაში მოღვაწე არგენტინელი ჟურნალისტი სერხიო გონსალესი ავრცელებს.
გონსალესის ცნობით საუბრის დროს ლაპორტამ მესის აუხსნა მისი გუნდიდან წასვლის ის დეტალები, რომლებზე საუბარიც ბოლო შეხვედრის დროს ვერ მოხერხდა. ჟოანმა ლეოს მომხდარის გამო ბოდიში მოუხადა.
საპასუხოდ მესიმ ლაპორტას უთხრა, რომ ახლა ის მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიქრობს, ტურნირის დასრულების შემდეგ კი მისი კარი ღიაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]