ბარსა ატლეტიკში პაბლო ტორეს დებიუტი შაბათს შედგება

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო ტორე "ბარსა ატლეტიკის" მაისურით პირველ შეხვედრას შაბათს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.
პაბლო ტორე "ბარსას" გასულ ზაფხულში შეუერთდა. წინა სეზონში ის ესპანეთის მე-3 დივიზიონში გამოდიოდა და გუნდს ზედა დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. "ბარსა ატლეტიკი" ამჟამად მე-3 დივიზიონში თამაშობს და ბუნებრივია, ტორეს აღარ სურდა იმ ლიგაში თამაში, რომელიც მისთვის აშკარად დაბალი დონეა.
ზაფხულში პაბლოს ისევ "რასინგში" განათხოვრება იგეგმებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მას საკმარისი დრო არც "ბარსას" პირველ გუნდში ეძლევა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია და ამის გამო ის "ბარსა ატლეტიკში" თამაშს დაიწყებს.
Relevo-ს ცნობით ტორე რაფა მარკესის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ შეუდგება, ზეგ კი მისი დებიუტიც შედგება, როდესაც "ბარსა ატლეტიკი" "მურსიას" უმასპინძლებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]