ბარსელონას პიკეს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება

ბარსელონას პიკეს კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ექნება

"ბარსელონას" უფლება ექნება, მიმდინარე სეზონის ბოლოს ჟერარ პიკესთან კონტრაქტი გაწყვიტოს, თუ ფეხბურთელი თამაშების 35%-ში არ მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo ავრცელებს.

ცნობილია, რომ "ბარსას" სურს, პიკემ გუნდი მალე დატოვოს. მიზეზი ისაა, რომ ამ ფეხბურთელზე კლუბის სახელფასო ხარჯის დაახლოებით 15% მოდის, რაც ძალიან ბევრია.

პიკეს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, კატალონიური მედიის ცნობით, თუ მიმდინარე სეზონში ის მატჩების 35%-ში არ ითამაშებს, 2023 წლის ზაფხულში "ბლაუგრანას" მასთან ხელშეკრულების გაწყვეტის უფლება ექნება.

ჯერჯერობით ჩატარებული 8 თამაშიდან პიკემ მონაწილეობა ორში მიიღო, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ. დიდი ალბათობით მას მოედანზე მიმდინარე სეზონში კიდევ ვნახავთ, მაგრამ ძნელი სავარაუდოა, ფეხბურთელს 35% დაუგროვდეს, რადგან ჩავისთვის ის ცენტრალურ მცველებს შორის მე-5 არჩევანია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 23 სექტემბერი 2022 16:58
    0
    რა გჭირთ ბიჭო პიკეს როგორ ლანძღავთ.
    თქვენი უმადური 20.000
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #13 23 სექტემბერი 2022 12:15
    0
    Გასაშვებია ზაფხულზე
    ფანი [?]
    #12 23 სექტემბერი 2022 08:12
    0
    პიკე სერხიო გამოდის დონის მცველად ითვლებოდა. ტიპს პიკენბაუერს ეძახდნენ და ფეხბურთის მაგიერ სხვა საქმეებზე კონცენტრაციით და გართობით იქამდე მივიდა რომ გიჟიც არ შეადარებს რამოსს. არადა საუკეთესო ფორმაში მყოფი პიკე, მართლა სჯობდა რამოსს.
    ფანი [?]
    #11 22 სექტემბერი 2022 23:19
    0
    ატლეტიკოში გრიზმანის ვარიანტი ხომ არ მეორდება? ამისთანა რა აწყენინა პიკემ ჩავის რომ ასე მოიძულა.
    ისე სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გული მწყდება პიკეზე, ყოველთვის პატივს ვცემდი... კარგი ფეხბურთელი იყო და ბარსასთვისაც ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. სათანადო გაცილება ნამდვილად ეკუთვნის
    წევრი [?]
    #10 22 სექტემბერი 2022 23:18
    1
    ამ ადამიანმა ძაან ბევრი გააკეთა ბრასასთვის რასაც ბევრუ არც იზამდა უბრალოდ დავაფასოთ ეს ადამიანი რადგან ბარსელონას ისტორიაში დიდი წვრილი მიუძღვის და ეს რო არა შესაძლოა ვარსა ესეთი გუნდი არც ყოფილიყო კი ბატონო დაბერდა მაგრამ სალანძღავი ფეხბურთელი არაა რადგან ის ბარსას ლეგენდაა და მას ძალიან ბევრი რამ აქ გაკეთებული ბარსასთვის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 22 სექტემბერი 2022 21:50
    0
    პიკეს ადვოკატი არ ვარ, მაგრამ, რომ ლანძღავთ ამხელა ხელფასის გამო, ნეტა ვისი ბრალია?! თვითონ დაინიშნა ხელფასი?! აბა რომელი თქვენგანი იტყოდა მაღალ ხელფასზე თუ დაგინიშნავდნენ? დარწმუნებული ვარ არცერთი. პიკეს რაღაცა წვლილი ნამდვილად შეუტანია ამ გუნდის წარმატებაში და ასე გინება ცოტა ტეხავს, თუმცა იქ სადაც მესი არ დაინდეს აქ ბევრამა, რა გასაკვირია, რომ პიკე ლანძღონ. მეც იმ აზრზე ვარ, რომ უნდა წავიდეს, მაგრამ ყველაფერი ბართოს ბრალია, მე მაგის დ....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 სექტემბერი 2022 20:03
    0
    მეხუთე არა ჩემი ფეხები როგორც ატლე უკეთებს გრიზმანს რო არ გამოისყიდოს იგივე ნეხვის სუნი ტრიალებს ამ საქმეშიც
    Culé [?]
    #7 22 სექტემბერი 2022 18:16
    1
    ამხელა ხელფასი აქვს ტიპს და რაში ან რატო ?? კარიერის პიკზე რომ იყო მაშინ არ ქონია ამის ნახევარი, საცოდავი გუნდი თუ რამე სარგებელი მოუტანა ძველმა გვარდიამ მინიმუმ ათჯერ მეტი იხეირეა გამოწოვეს წურბელებივით და წასვლაც არ უნდათ, ამხელა ხელფასი ამ სეზონში და შემდეგ სეზონში ვითომ დაკლების ბრალია რეალურად გადაუვადეს და ამ ორ წელზე უნდა აიღოს მაგიტო არ მიდის ასეა სხვებიც, ერთი ფრენკია გადავადებულ ფულზე უარი თქვაო და იმედია მართალია, პიკეს 52-მილიონი უბრალოდ რატო სკამს რომ ხეხავს ?? ზამთარშივე თუ ეცდებიან და გაუშვებენ კარგი იქნება ასევე ალბაც პრობლემაა ფინანსურად ისედაც სკამის კაცად გადაიქცა პლიუს ბუსკვერცხი მისი უსუსურობით და კოლოსალური ხელფასით... რობერტოც და ბართომეუს მოკითხვა არაუხოსგან მაგის ტიპმა ასე რა გათვალა გუნდს ანგრევდა ისე რომ დაცლოდა ორი წელი ალბათ ბარსა ფსკერზე იქნებოდა...
    ფანი [?]
    #6 22 სექტემბერი 2022 16:18
    0
    არადა კრისტენსენს ბევრად ჯობია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 სექტემბერი 2022 15:38
    2
    ეს გუნდის ლეგენდობაზე დებს თავს და ოდნავ თავის სეწუხება არ უნდა. ამითანა მაგალითები აქვს პუიოლის, ინიესტას, ჩავის დაჟე სუარესის სახით იმასაც უთხრეს და წავიდა ხო. ამას რა უნდა ხო ხედავს დაბერდა წადი რა.
    გულშემატკივარი [?]
    #4 22 სექტემბერი 2022 15:02
    3
    დიდი პატივისცემის მიუხედავად დროა წავიდეს, ამხელა ხელფასით პარაზიტივით ყავს გუნდს და თვითონაც არუნდა მოსწონდეს მეხუთე არჩევანად ყოფნა.
    Culé [?]
    #3 22 სექტემბერი 2022 14:27
    4
    რა ხელფასი ქონდა ამისთანა რო ამდენი შეიმცირა და კიდევ ამდენზე ადის? საოცარ ხელაფსებს უნიშნავდა ის აჩკარიკა, იმიტომაცაა რო არავის უნდა წასვლა😃
    Culé [?]
    #2 22 სექტემბერი 2022 14:05
    3
    დროა ააცვას. ბოლო წლებში ვაბშე აურია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2022 13:44
    1
    დროა ჩავიმ შეიხს დაურეკოს და თავისი გუნდისთვის გამოცდილი შოუმენი შესთავაზოს;
    კარგი შესაძლებლობების იქნება ბიზნესისათვსიაც, შეიხები ანდორაშიც ჩადებენ ინვესტიციებს და ედერ სარაბია ტოპ. მწვრთნელი გახდება;
    თუ "ანდორას" კაპიტანი დასჭირდება, მაშინ რიკი ბეღურა დაბრუნდება "ვაილდ ვესტიდან" smiley smiley smiley