ჩავის ჟერარ პიკეს ინიგო მარტინესით შეცვლა სურს

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" დაცვის ცენტრი კარგადაა დაკომპლექტებული, ჩავის მომდევნო სეზონში ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატება მაინც სურს.
Mundo Deportivo-ს ცნობით საუბარი ინიგო მარტინესზეა. ჩავის სურს, რომ გუნდში ცაცია ცენტრალური მცველი ჰყავდეს და ინიგო ამისთვის კარგი ვარიანტია. ბასკი 31 წლისაა, მას "ბილბაოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და "ბარსა" მის უფასოდ დამატებას შეძლებს.
MD ასევე იტყობინება, რომ ინიგო მარტინესისთვის ადგილს ჟერარ პიკე გამოათავისუფლებს. ვეტერანი ფეხბურთელი "ბარსაში 2024 წლამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ გარკვეული რაოდენობის თამაშებს ჩაატარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]