ბართომეუმ პიკე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ცენტრალურ მცველად აქცია - El Mundo

ბართომეუმ პიკე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ცენტრალურ მცველად აქცია - El Mundo

გუშინწინ ღამით El Mundo-მ ლიონელ მესის მიერ ჟოზეპ მარია ბართომეუსთვის წაყენებულ პირობებთან დაკავშირებით დეტალები გაავრცელა და დაიმუქრა, მალე სკანდალურ ცნობებს ჟერარ პიკეზეც გავავრცელებთო.

მადრიდულ გამოცემას "ბარსამ" დღეს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ფაქტიურად აღიარა, რომ ინფორმაცია სიმართლეა.

დღეს El Mundo-მ პირობა ნაწილობრივ შეასრულა - ჟერარ პიკეზე ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ ნაკლებად სკანდალური.

როგორც ირკვევა, 2017 წელს პიკემ ბართომეუს მიმართა და უთხრა, რომ სურდა, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცენტრალური მცველი ყოფილიყო. ბართომეუს მსგავსი პრეზიდენტი ამაზე უარს აბა როგორ იტყოდა და 2017 წლის დეკემბერში პიკეს აგენტმა მიიღო ხელშეკრულების ნიმუში, სადაც ჩანს, რომ ჟერარის წლიური გარანტირებული ანაზღაურება ხელფასისა და ბონუსების ჩათვლით 28.5 მილიონი ევრო იქნებოდა, საიდანაც გადასახადების გადახდის შემდეგ მას დაახლოებით 15 მილიონი დარჩებოდა. 5 წლის განმავლობაში კი "ბარსას" პიკე მინიმუმ 142 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

El Mundo-მ მოიპოვა ის დოკუმენტი, რომელიც 2017 წლის დეკემბერში "ბარსამ" პიკეს აგენტს გაუგზავნა. კონტრაქტი 2018 წლის იანვარში გაფორმდა. უკვე გაფორმებული კონტრაქტი მადრიდულ გამოცემას არ აქვს, მაგრამ ივარაუდება, რომ თუკი ხელშეკრულებაში რაიმე ცვლილება შევიდა, მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელის სასარგებლოდ, რადგან ვიცით, რა პირობებზე იყო თანახმა "ბარსა".

შემდეგ იყო პანდემიის წელი და 2020 წლის ოქტომბერში, ჟოზეპ მარია ბართომეუს გადადგომამდე მცირე ხნით ადრე პიკემ სხვა ფეხბურთელების მსგავსად ხელფასი გადაივადა. 2020 წელს მიღწეული შეთანხმების თანახმად 2020/21 წლების სეზონში გადასახადების ჩათვლით პიკეს ანაზღაურება 18 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, 2021/22 წლების სეზონში 27.7 მილიონი, 2022/23, ანუ მიმდინარე სეზონში 29.5 მილიონი, ხოლო ბოლო, 2023/24 წლების სეზონში 40.8 მილიონი.

კლუბის პრეზიდენტად ჟოან ლაპორტას მოსვლის შემდეგ ფეხბურთელების, მათ შორის პიკეს ხელფასიც გადაიხადა და El Mundo დაზუსტებით ვერ ამბობს, თუ რამდენია ახლა ჟერარის ანაზღაურება.

უფრო საინტერესოა El Mundo-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტების სხვა ნაწილი, რომელიც კლუბის შიგნით ჩატარებულ გამოძიებას ეხება. გამოძიების ანგარიშის მიხედვით პიკემ 2018 წელს ანტუან გრიზმანზე დოკუმენტური ვიდეოს გადაღებით "ბარსელონას" "ძალიან სერიოზული ზიანი" მიაყენა და მან პრეზიდენტი რისკის ქვეშ დააყენა. ანგარიშის მიხედვით ეს "ბარსას" უფლებას აძლევდა, პიკე დაახლოებით 300 ათასი ევროთი დაეჯარიმებინა, მაგრამ საბოლოოდ ფეხბურთელი სასჯელს გადაურჩა.

როგორც ჩანს, El Mundo-მ ხელში ჩაიგდო ის დოკუმენტები, რომელიც ჟოზეპ მარია ბართომეუს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს შეადგენს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 23 სექტემბერი 2022 12:08
    0
    Ბართომეუ არის დასაჭერი, მაფიოზია ტიპი, ფულს ისე ყრიდა არც ფიქრობდა
    ფანი [?]
    #6 22 სექტემბერი 2022 22:48
    0
    საინტერესოა El Mundo-ს თავად ბართომეოზე არაფერი მასალები არ გააჩნია, რომ გამოაქვეყნოს და იქნებ ის ნაძირალა ციხეში მოათავსონ? აი ეს იქნება საქმე, თორემ ეხლა რასაც აქვეყნებს მესიზე, პიკეზე და მომავალში სხვაზეც, არაფერი არ ღირს და ინტერესის ღირსი არ არის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 სექტემბერი 2022 21:26
    0
    ყველა პრეტენზია ბართოსთან. მან ჩამოურიგა ყველას ასტრონომიული ხელფასები და ეს მიზანმიმართულად გააკეთა, რომ ბარსა გაკოტრებულიყო. ბართო კი ფეხი ფეხზე გადადებული წამოგორებულია სახლში და პასუხიც არ აგო.
    Culé [?]
    #4 22 სექტემბერი 2022 18:28
    1
    საცოდაობაა ბარსა კოდე როგორ არსებობს ამ პარაზიტების ხელში, არცერთი და არავინ არ იმსახურებს 10-15 მილიონზე მეტს არცერ კლუბში რადგან არცერთი ტურნირის მოგების სანაცვლოდაც არაა შესაძლებელი ამხელა თანხების მიღება ბიზნესად რომ გადაიქცა მაფიოზების ხელში მაგიტოა გაფარჩაკებული ყველაფერი
    გულშემატკივარი [?]
    #3 22 სექტემბერი 2022 15:06
    1
    სირცხვილია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2022 09:41
    4
    ციტატა: Albicelecte
    მესის ცოლ-შვილისათვის უნდოდა ადგილი ლოჟაში, მერე?
    ამას კიდევ სამარცხვინოს წაგებულ ლიგის პრინციპული მატჩებისათვის უნდა მიეღო რაც მანდ წერია

    მე მეგონა ლეოს ისედაც ეკუთვნოდა ლოჟაში ადგილი. თუ ვინმე უფრო ღირსეული არსებობდა ამ ლოჟაში ადგილის დასაკავებლად?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2022 03:40
    4
    მესის ცოლ-შვილისათვის უნდოდა ადგილი ლოჟაში, მერე?
    ამას კიდევ სამარცხვინოს წაგებულ ლიგის პრინციპული მატჩებისათვის უნდა მიეღო რაც მანდ წერია