უსმანდ ემბელე: ცხოვრების 5 წელი დავკარგე

უსმანდ ემბელე: ცხოვრების 5 წელი დავკარგე

უსმან დემბელე ჟურნალისტებთან ხშირად საუბრით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ რასაც ვერ დავუკარგავთ - როდესაც ლაპარაკობს, ყოველთვის საინტერესოდ. მისი იმ ცნობილი სახალისო კომენტარიდან, რომელიც ჯერ კიდევ "რენში" თამაშის დროს გააკეთა, დღემდე, უსმანი არც თამაშით და არც საუბრით მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს.

ამჯერად უსმან დემბელემ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთადაა, RMC Sport-თან ისაუბრა.

როდესაც ბოლო სერიოზული ტრავმა მქონდა, ვიცოდი, უნდა მემუშავა იმისათვის, რომ ისევ მეთამაშა და ისევ ჯანმრთელი ვყოფილიყავი. უპირველესად უნდა ვყოფილიყავი ჯანმრთელი იმისათვის, რომ მეთამაშა, შემდეგ კი ნელ-ნელა კარგად თამაშიც უნდა დამეწყო.
"ბარსაში" პირველ წლებში ჩემი ცხოვრების სტილი? ისევე, როგორც ყველა, მეც ახალგაზრდა ვიყავი. სიტუაციიდან გამოძრომა მოვახერხე, თუმცა ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ხალხს წარმოუდგენია.
ბევრი ტრავმა მქონდა. ხალხი მეუბნებოდა, რომ თუ არ ვიმუშავებდი, რეგრესი დამეწყებოდა.
ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადატრიალება კუმანის მწვრთნელობის დროს მოხდა, ჩავის დროს კი ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავიდა. მას შემდეგ ტრავმა აღარ მიმიღია. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ საკუთარ თავზე ისევ ვმუშაობ.
"ბარსელონაში" თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდს ჩემი სჯერა, კლუბს ჩემი სჯერა. ძალიან ბედნიერი ვარ.
შვილის შეძენა? ეს ახლახან მოხდა და ამას ვეჩვევი. ეს კარგია, ვიზრდები და ეს კარგია. მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, ასეთია მამის ცხოვრება.
ცხოვრებაში ბევრი დრო დავკარგე. 2017-დან 2021 წლამდე... ჩემი ცხოვრების 5 წელი დავკარგე.
იმ ნდობის გათვალისწინებით, რომელიც ჩავის ჩემდამი აქვს, "ბარსელონაში" დარჩენა გადავწყვიტე.
"ბარსელონასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა.
თავს მარჯვენა ფლანგზე უკეთ ვგრძნობ. ახლა "ბარსაში" ამ პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ მანამდე 10 ნომერიც ვიყავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, მყავდეს მწვრთნელი, რომელიც მართლა მენდობა. რონალდ კურბისი, თომას ტუხელი და ჩავი... ამგვარი ნდობა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
როგორ მოხდა ჩემი შეცვლა? ადრე არასწორად ვმუშაობდი. თუ კარგად არ მუშაობ, ტრავმას მიიღებ. კუმანმა ყველაფერი შეცვალა, მან მე ჯანმრთელობა მომცა.
როდესაც "ბარსელონაში" მოვედი, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ახლა მეტი გამოცდილება მაქვს.
დღეს პატარა გუნდები აღარ არსებობს. ნებისმიერთან შეიძლება, წააგო.
პირადი ჯილდოები? ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ესაა ერთ-ერთ მიზეზი, რომლის გამოც "ბარსელონაში" დავრჩი.
"ბარსაში" დარჩენა ყოველთვის მინდოდა. მახსოვს დეკემბერში გამართული შეხვედრა, როდესაც ჩავის ვუთხარი, რომ დარჩენა მინდოდა.
ფულის გამო თამაში? დღეს ყველა ჩემ ფეხბურთზე საუბრობს და არა იმაზე, რომ ფულის გამო ვთამაშობ. "ბარსაში" თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამ ოცნებას ყოველდღე ვიხდენ.
ფლეისთეიშენს აღარ ვთამაშობ.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება საფრანგეთთან ერთად თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბარსასთან" ერთად? ჩემპიონთა ლიგის მოგება "ბარსასთან" ერთად.
ყოველთვის მინდა, მეტი გოლი გავიტანო, მეტი საგოლე პასი გავაკეთო... ვიყო უფრო მეტად გადამწყვეტი და ეფექტიანი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 22 სექტემბერი 2022 18:25
    1
    ციტატა: Albicelecte
    თვლა მაინც ვერ ისწავლა satisfied

    2017 დან 2021-ის ჩათვლით ზუსტად 5 წელია დდ
    გულშემატკივარი [?]
    #6 22 სექტემბერი 2022 15:08
    3
    გამიხარდება წელსვე თუ აიხდენ ლიგის მოგების ოცნებას :დ <3
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 სექტემბერი 2022 13:40
    1
    თვლა მაინც ვერ ისწავლა satisfied
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 სექტემბერი 2022 12:13
    2
    სულ სულ პირველ ტრავმაზე ხმა რო ამოგეღო და გეთქვა ახლა ესე არ იქნებოდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 სექტემბერი 2022 09:50
    3
    რათქმა უნდა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონი ისედაც არის.
    Culé [?]
    #2 22 სექტემბერი 2022 09:06
    1
    ბუნების შეცდომა.
    ფანი [?]
    #1 21 სექტემბერი 2022 22:55
    12
    გამოსწორების გზაზე ხარ იმედია ასე გააგრძელებ და გაამართლებ ნდობას💪🏿❤️