რონალდინიო: ბარსელონას ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს

რონალდინიო: ბარსელონას ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო გაუჩო "ბარსელონასა" და ლეო მესიზე საუბრობს:

"ბარსას" გარდამავალი პერიოდი აქვს. გუნდში ბევრი ისეთი ადამიანი დაბრუნდა, ვინც ჩემს დროს იქ იყვნენ. ვიმედოვნებ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.

"ბლაუგრანას" დიდებული მწვრთნელი და ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. ამასთან, გუნდში ბევრი ახალგაზრდა ირიცხება. "ბარსას" ყველაფერი აქვს, რომ მწვერვალზე დაბრუნდეს.

ყველაზე დიდი დრო "ბარსელონაში" გავატარე - ეს კლუბი ძალიან მიყვარს.

არის თუ არა ლეო მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? ამის თქმა რთულია, რადგან ფეხბურთს სხვა ბევრი დიდებული მოთამაშე ახსოვს. შედარებები არ მომწონს. მარადონა, პელე და კიდევ ბევრი... თითოეული მათგანი თავის ეპოქაში საუკეთესო იყო.

რონალდინიო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 სექტემბერი 2022 12:15
    1
    მესი აკლია როგორც ტორტს ალუბალი მომავალ სეზონში დაბრუნდება და იმ მწვერვალზე ისევ ავა სადაც აქამდე იყო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 სექტემბერი 2022 09:59
    0
    ეტყობა მართლა არ მიაჩნია საუკეთესოდ, ალბათ ამიტომაც არ მოჰყავს ბარსას თავის შტაბში სამუშაოდ