ოფიციალური განცხადება: ბარსელონა აღშფოთებას გამოხატავს და El Mundo-ს ჩივილით ემუქრება

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც ცოტა ხნის წინ ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხება.
ესპანური მედიის ცნობით 2020 წელს ლიონელ მესი ჟოზეპ მარია ბართომეუსგან განსაკუთრებულ პირობებს ითხოვდა. "ბლაუგრანას" ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ კლუბი ამ ინფორმაციას არ უარყოფს.
გთავაზობთ "ბარსელონას" განცხადების თარგმანს:
დღეს გამოცემა El Mundo-ში გამოქვეყნებულ მასალაზე სახელწოდებით "ბარსას საიდუმლო მასალები, ნაწილი 1", საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" გამოხატავს აღშფოთებას იმის გამო, რომ სამართლებრივი პროცესის შემადგენელი ინფორმაციის განზრახ გავრცელება მოხდა. კლუბი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მედიას ხელი მიუწვდება დიდი ოდენობით დოკუმენტებსა და მიმოწერის ფაილებზე "ბარსაგეიტის" გამოძიებიდან იმ დროს, როდესაც ეს ინფორმაცია ჯერ გასაჯაროებული არაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სტატიაში გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებსაც განსახილველ საქმესთან საერთოდ არაფერი აქვს, მათი მიზანი კლუბის რეპუტაციის შელახვა და კონფიდენციალურობის დარღვევაა. ამის გამო, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" უფლებების დაცვის მიზნით, კლუბის იურიდიული დეპარტამენტი სწავლობს, თუ რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]