მესის სკანდალური მოთხოვნები ბართომეუს მიმართ - El Mundo

მესის სკანდალური მოთხოვნები ბართომეუს მიმართ - El Mundo

სანაკრებო პაუზა დაიწყო და როგორც ხდება ხოლმე, ესპანურ პრესაში სკანდალური ამბების გავრცელებამაც აუბა მხარი.

ამჯერად მადრიდული El Mundo-ს ჯერია, რომელიც ლეო მესის საკონტრაქტო მოთხოვნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ეს ის გამოცემაა, რომელმაც თავის დროზე მოიპოვა და გაავრცელა ინფორმაცია, თუ რამდენს გამოიმუშავებდა ლეო "ბარსაში".

წყაროს ცნობით 2020 წელს მესის ჟოზეპ მარია ბართომეუსთვის მკაცრი პირობები ჰქონდა წაყენებული და მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.

ეს პირობები იყო:

  • კონტრაქტის 3 წლით, 2023 წლამდე გახანგრძლივება;
  • პირადი ლოჟა "კამპ ნოუზე" მისი და ლუის სუარესის ოჯახისთვის;
  • კონტრაქტის გაფორმების ბონუსი 10 მილიონი ევრო;
  • გამოსასყიდი თანხის სიმბოლურ თანხამდე, 10 ათას ევრომდე შემცირება იმისათვის, რომ მას გუნდიდან წასვლა შესძლებოდა მაშინ, როდესაც მოუნდებოდა;
  • კორონავირუსის დროს დაკლებული ხელფასის ანაზღაურება 3%-იანი სარგებლით;
  • თვითმფრინავი მისი ოჯახისთვის საშობაო არდადეგების დროს;
  • გადასახადების გადახდის შემთხვევაში პასუხისმგებლობის კლუბის მიერ აღება;
  • მისი პირადი ასისტენტის, პეპე კოსტად გუნდში დატოვება.

წყაროს ცნობით ბართომეუ ყველა პირობას დასთანხმდა ორის გარდა: გამოსასყიდი თანხის შემცირება და 10 მილიონიანი ბონუსი. ამის შემდეგ მოლაპარაკებები ჩაიშალა და მესიმ "ბარსას" კლუბიდან წასვლა ბიუროფაქსით მოსთხოვა.

2021 წელს, როდესაც კლუბის სათავეში უკვე ჟოან ლაპორტა იყო, მესი რადიკალურად განსხვავებულ პირობებს დასთანხმდა და მხარეებს შეთანხმება მიღწეულიც ჰქონდათ, კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგ ლა ლიგა რომ არ წასულიყო.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, ვინაიდან ლეო ლაპორტას გაცილებით უარეს პირობებზე შეუთანხმდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მესის ეს მოთხოვნები კლუბიდან ბართომეუს წასასვლელად ჩამოყალიბდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ფანი [?]
    #8 21 სექტემბერი 2022 22:26
    1
    10 მილიონი რომ არ მისცა ბართომეუმ თურმე მაგიტომ მოუნდა კლუბის დატოვება, რამდენი ზღაპარი იწერება ესპანურ პრესაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 21 სექტემბერი 2022 22:04
    1
    ვის დაესიზმრა ეს ზღაპარი.
    ფანი [?]
    #6 21 სექტემბერი 2022 15:31
    3
    მესი გააგდეს...
    გულშემატკივარი [?]
    #5 21 სექტემბერი 2022 15:27
    6
    სიმართლეც რომ იყოს, რა არის საკვირველი ამ მოთხოვნებში? ეს ლიონელ მესსია!!! მიმაჩნია, რომ ეს ინფორმაცია პრესის შემდომი გამოსვლაა. შეიძლება იყო კიდეც ასე, მაგრამ პირველი - მესის თვითმფრინავიც ყავს, ფულიც აქვს და როცა მოუნდება ლოჟასაც მიიღებს.... მეორე, რომ მესი-მესია და დიდ პარივსცემას იმსახურებს. რასაც მიაღწია, და მიაღწია ძალიან ბევრს, თავისი შრომით მიაღწია. არ მოუპარავს და არავის პროტეჟე არ ყოფილა. მილიარდელია და თანაც თავმდაბალია. ეხლა ბარსა მის გარეშე თამაშს აწყობს და გამოსდის კიდევაც, მაგრამ მესი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ბარსაში და უნდა დაასრულის კარიერა კამპ ნოუს გადატენილი ტრიბუნების წინ. ეს ეკუთვნის მას. თვითონაც უნდა და ასეც იქნება. ეხლა ელოდება მუნდიალის დასრულებას, მერე კი ხელფასსაც შეიმცირებს და ყველა მთხოვნას კლუბის ინტერესების გათვალსწინებით დააყენებს. თუ ღმერთი იზამს და მუნდალს მოიგებს, მესი გახდება ერთპიროვნული ლეგენდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მე ძლიან მინდა, რომ ასე იყოს.... ასე რომ მარტაკვეცა ჟურნალისტებმა დაამთავრონ ჭორობა და წერონ დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთზე, თუ კი რაიმე გაეგებათ ამ საქმეში.....
    გულშემატკივარი [?]
    #4 21 სექტემბერი 2022 12:50
    0
    10 მილიონი რა არის მესისთვის
    Culé [?]
    #3 21 სექტემბერი 2022 11:50
    10
    სისულელე ტიპს საკუთარი თვითმფრინავი ჰყავს და კიდე ერთი რა ჩემს ფეხებად დასჭირდებოდა,თანაც *ირთომეუსგან.ერთი მოთხოვნა გამორჩათ ყოველი მატჩის მერე *ინეტი უნდა ჩაერტყა ბართომეუს ლეოსთვის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 სექტემბერი 2022 11:47
    12
    მე მგონი ამაზე მეტს დემბელეც ითხოვდა და მორიბაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2022 11:42
    9
    და რას ითხოვდა ისეთს?!