ალვარო მორატა: პატივია, როდესაც შენით ჩავის დონის მწვრთნელი ინტერესდება

ალვარო მორატა: პატივია, როდესაც შენით ჩავის დონის მწვრთნელი ინტერესდება

მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ალვარო მორატა იმ დროს იხსენებს, როდესაც მისი შეძენით "ბარსელონა" იყო დაინტერესებული.

ეს მიმდინარე წლის იანვარში ხდებოდა, როდესაც ჩავის ცენტრფორვარდი ჭირდებოდა. მორატას ტრანსფერი არ გამოვიდა, რადგან მის მესაკუთრე კლუბ "ატლეტიკოსთან" და იმჟამინდელ კლუბ "იუვენტუსთან" შეთანხმება ვერ მოხერხდა. "ბარსა" იძულებული გახდა, ალტერნატიული ვარიანტი განეხილა და პიერ-ემერიკ ობამეიანგი დაემატებინა, რამაც ძალიან გაამართლა.

"ბარსელონაში" გადასვლის ვარიანტი იყო. ალეგრის ვესაუბრე და მან მითხრა, რომ არსად მივდიოდი, რომ მას უნდოდა, ვლაჰოვიჩთან ერთად მეთამაშა.

კიდევ 4-5 შემოთავაზება მქონდა და ყველა მათგანი კარგი იყო, მაგრამ საბოლოო სიტყვა "ატლეტიკოს" ეკუთვნოდა.

ჩავიმ დამირეკა და ფეხბურთზე ვისაუბრეთ. პატივია, როდესაც ჩავის დონის მწვრთნელი შენზე ფიქრობს. კიდევ უფრო დამარწმუნებელია იმ ადამიანის საუბარი, რომლის თამაშსაც თვალს პატარაობიდან ადევნებდი.

- ციტირებს ალვარო მორატას სიტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 სექტემბერი 2022 22:00
    0
    რა დროს ალვაროა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 სექტემბერი 2022 11:53
    5
    "უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო" სწორედ შენზეა ნათქვამი. მესი სუარესი ერთბაშად დავკარგეთ და დემბელეს და კოუტინიოს იმედი ჩავის კი არა მათ მშობლებსაც აღარ ქონდათ. ხოდა შენი მოყვანაც კი იფიქრა საცოდავმა ჩავიმ. ისე მაგრა გადავრჩით რო არ გამოგიშვეს თორემ შენც ბრეითვეტივით მოუცილებელი ჭირი გახდებოდი.