ბარსელონაში შეთანხმდნენ - ბუსკეტსი სუბიმენდიმ უნდა შეცვალოს

"ბარსელონაში" ყველა, სპორტული და ტექნიკური მხარე შეთანხმებულია, რომ მომდევნო სეზონიდან სერხიო ბუსკეტსი მარტინ სუბიმენდიმ უნდა შეცვალოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით ჩავის სუბიმენდი ძალიან მოსწონს, თუმცა სანამ ის თავის პოზიციას გამოხატავდა, "ბარსა" ფეხბურთელის აგენტს მანამდე დაუკავშირდა. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით სუბიმენდისთან დაკავშირებით ჩავის, ჟორდი კრუიფსა და მატეუ ალემანის შორის ერთსულოვნება არსებობს.
სუბიმენდი 23 წლისაა, მას "რეალ სოსიედადთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევროა.
"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ სუბიმენდის ტრანსფერი არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც მიმზიდველია. მიმდინარე წელს "ბარსამ" რამდენიმე პოზიცია გააძლიერა, მომდევნო ზაფხულში კი მთავარი საზრუნავი საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია იქნება, რადგან სერხიო ბუსკეტსი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს. ამის გათვალისწინებით სუბიმენდიში 60 მილიონი ევროს გადახდა შესაძლებელია. ყველაზე მიმზიდველი კი ფეხბურთელის დაბალი ხელფასია. ამჟამად სუბიმენდის წლიური ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად ინიაკი პენიასი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით "რეალ სოსიედადს" სურს, ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივოს, მისი ხელფასი გააორმაგოს და გამოსასყიდი თანხა გაზარდოს.
რაც შეეხება დე იონგს - Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ინფორმაციით, მართალია, ნიდერლანდელმა "ელჩესთან" საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა, მაგრამ ჩავი მას ამ პოზიციაზე მაინც ვერ ხედავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]