ჟერარ დეულოფეუ - უარი ბარსას და თანხმობა რეალს

ჟერარ დეულოფეუ - უარი ბარსას და თანხმობა რეალს

"ლა მასიას" აღზრდილი ჟერარ დეულოფეუ, რომელიც "უდინეზეს" შემადგენლობაში სერია A-ს საუკეთესო ასისტენტია, აცხადებს, რომ კატალონიურ გუნდში დაბრუნებას არ აპირებს, "რეალ მადრიდში" გადასვლაზე კი უარს არ იტყოდა.

ჟერარ დეულოფეუ "ბარსას" აკადემიაში 2003-2011 წლებში ირიცხებოდა, შემდეგ იყო "ბარსა ბ-ში" 2 სეზონი, რასაც ჯერ "ევერტონში", შემდეგ კი "სევილიაში" განათხოვრება მოჰყვა. 2015 წელს "ბლაუგრანამ" დეულოფეუ "ევერტონს" 6 მილიონად მიჰყიდა, 2017 წელს 12 მილიონად დაიბრუნა და ერთი წლის შემდეგ "ვულვზში" 14 მილიონად გაყიდა. იმის გამო, რომ "ბარსაში" შანსი ორჯერ ვერ გამოიყენა, 28 წლის თავდამსხმელს მიაჩნია, რომ კატალონიურ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა.

რადიო Marca-სთან საუბრისას დეულოფეუ აცხადებს, რომ დღევანდელი "ბარსელონათი" მოხიბლულია.

ფეხბურთის ყურებას არ ვწყვეტ. "ბარსელონას" თამაშებს ვუყურებ ხოლმე და ძალიან მომწონს. გასულ სეზონში გუნდი გარდამავალ ეტაპზე იყო, ნელ-ნელა იზრდებოდა, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ, სკანდალია. გუნდი ძალიან კარგად გაძლიერდა და ახლა ყველა ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს. კლუბში მყოფი ხალხის გამო ძალიან მიხარია.

დეულოფეუმ კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელებად ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი დაასახელა, კუმირად კი რონალდინიო.

კითხვაზე, ხომ არ დაბრუნდებოდა "ბარსელონაში" კიდევ ერთხელ, ესპანელმა უპასუხა:

არა, ერთხელ უკვე ვთქვი უარი.

ხოლო "რეალ მადრიდში" თამაშის შანსზე ნახევრად სიცილით ასეთი კომენტარი გააკეთა:

თუ შემოთავაზებით "რეალი" მოვა, უარს როგორ იტყვი, ეს დიდი შანსი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 24 სექტემბერი 2022 06:04
    0
    ხო ისე ამასაც საშინლად მოექცნენ. ტრაორესი არ იყოს
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #7 21 სექტემბერი 2022 22:14
    1
    Გულით კულეა ეტყობა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 21 სექტემბერი 2022 21:43
    0
    ვის რაში ჭირდები, მაგრამ რეალში არ გადავალთქო მაინც გეთქვა, რომ კულეებს თავი არ შეაზიზღო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 სექტემბერი 2022 01:11
    7
    ეჰ შენ ბარსა და რეალი კიარა აწი მაქსიმუმ ბეტისმა ან ასტონ ვილამ წაგიყვანოს😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 სექტემბერი 2022 00:27
    5
    ამის წაკითხვა-ღა აკლია ჰალას ადმინს, ისედაც სულ ბარსას ინტერესბზე ლაპარაკობს რეალის ფეხბურთელებთან მიმართებაში. ეხლა ასენსიოზე ააგორა ამბავი, თურმე ჩავის არ ძინავს ღამ-ღამობით და სულ ასენსიოს გადმოყვანაზე ოცნებობს თურმე.
    Culé [?]
    #3 21 სექტემბერი 2022 00:00
    5
    https://barcamania.ge/news/79309-khelis-thkhovna-kamp-nouze.html

    მალე ჩემთვისაც გექნებათ მოსალოცი ისე მიდის საქმეები ჩემთან პირადში
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 სექტემბერი 2022 23:53
    1
    კი უეჭველი წაგიყვანს რეალი
    ძირითადშიც გათამაშებენ laughing
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #1 20 სექტემბერი 2022 23:43
    2
    სად ამოქექეთ ეს ნაფტალინიანი?