მემფის დეპაი ალაპარაკდა: სასტარტოდან 2-ჯერ დაწყება საკმარისი არაა!

მემფის დეპაი ალაპარაკდა: სასტარტოდან 2-ჯერ დაწყება საკმარისი არაა!

რამდენიმე დღის წინ მედიაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - ჩავი ერნანდესი ფეხბურთელებს უბიძგებს, ჟურნალისტებთან ხშირად ისაუბრონ და გულწრფელები იყვნენო. შემდეგ კი ჩავი ყველა ამ ინტერვიუს ყურადღებით ეცნობა. ის ფაქტი, რომ "ბარსას" ფეხბურთელებს ბოლო დროს ჟურნალისტებთან ხმამაღლა საუბრის არ ერიდებათ, გვაფიქრებინებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.

მორიგი ასეთი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა, როდესაც თავისი მდგომარეობით უკმაყოფილება საჯაროდ დააფიქსირა მემფის დეპაიმ. ნიდერლანდელი შემტევი "ბლაუგრანაში" მიღებული სათამაშო დროითაა უკმაყოფილო.

ეროვნულ ნაკრებში მყოფმა დეპაიმ ESPN-თან საუბრისას რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

რა თქმა უნდა, ამ სანაკრებო პაუზას მოუთმენლად ველოდი და შეგიძლიათ, მიხვდეთ, რატომაც. ჩვეულებრივზე ცოტას ვთამაშობ და ასეთი სიტუაცია ჩემთვის უცხოა. თუმცა იცი, რომ ნაკრებში თამაში მოგიწევს და ჰიპერ-მოტივირებული ვარ.
ლა ლიგაში თამაში ძირითადიდან მხოლოდ ორჯერ დავიწყე და ეს საკმარისი არაა. მე-60 წუთზე შემცვალეს, მაგრამ მე მეტი მინდოდა. თამაშის ბოლო 25 წუთში მეტი სივრცე ჩნდება, მე ენერგია მაქვს და მინდა, ამით ვისარგებლო.
სხვა გუნდები ჩემით დაინტერესდნენ და ვარიანტები განვიხილე. საბოლოოდ გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი და "ბარსაში" ჩემი შანსისთვის მებრძოლა. გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი ობამეიანგთან ერთად. კონკურენცია მიყვარს და არსად გავრბივარ. "ბარსაში" ყოფნა მიყვარს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 21 სექტემბერი 2022 21:33
    0
    კარგად იცოდი, რომ ასეც იქნებოდა, მაგრამ არ წახვედი და ახლა ნუ წუწუნებ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 21 სექტემბერი 2022 00:40
    4
    გაიტანე ელჩესთან გატანილის მსგავსი გოლები სტაბილურად და დამიჯერე ტორესს სულ მოასპობენ მანდედან.
    გულშემატკივარი [?]
    #7 20 სექტემბერი 2022 23:00
    0
    წასულიყავი მერე შენს გამო ობა დავკარგეთ. შარშანდელი საუკეთესო ბომბარდირობა არ გაიშვა. მგონი ნახევარი პენალტებით გაიტანა და ისიც ჯამში 15. ობამ ნახევარ სეზონში გაიტანა ლამის იგივე რაოდენობა
    ფანი [?]
    #6 20 სექტემბერი 2022 22:52
    3
    Რაფინიასახ ჯობია მარცხნივ და ფერანს მითუმეტეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 სექტემბერი 2022 21:12
    4
    ამ ეტაპზე მარცხენა ფლანგზე ფატისაც და ტორესსაც ჯობია მაგრამ ისიც უნდა გაიგოს რომ მის პოზიციაზე სხვა ფეხბურთელებიც არიან რომლებიც ასევე სათამაშო დროისთვის იბრძვიან და არც დეპაია ისეთ ფორმაში რომ სულ 90 წუთი ითამაშოს
    Culé [?]
    #4 20 სექტემბერი 2022 20:53
    8
    ფერან ტორესი მოსაშორებელი გახდება ცოტახანში, მაგისგან ბარსას დონის იგროკი არ გამოვა და სანამ დროა შეეგუოს ჩავი მაგ ფაქტს და ისევ სხვებს მისცეს შანსი მაგის ზარალი..
    წევრი [?]
    #3 20 სექტემბერი 2022 19:58
    7
    მარცხენა ფლანგზე შანსი ამას უფრო უნდა მიეცეს ვიდრე ფერანს… ფატი ვერაა ხოდზე თან… აი მარჯვნივ ჯობია რაფა დემბო შეიცვალონ ხოლმე… თუ ასე ვერ გაამართლებს მაშინ ისევ ძველებური წყობა აირჩიონ… +იმედია ბელერინი მეტ დროს მიიღებს და მოიხოდება ეგევ
    Culé [?]
    #2 20 სექტემბერი 2022 19:58
    5
    მიყვარს ეს კაცი რა. ძაან ბევრი გააკეთა რომ აქ მოსულიყო. 1 წელი გველოდებოდა და ძალიან დასაფასებელია. ხელფასიც არაქვს დიდი და არც წუწუნებს არაფერზე.
    იმედია იმდენს იზავს რომ დატოვებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2022 19:57
    5
    დაამტკიცე მერე რო ძირითადის ღირსი ხარ ვინ დაგიშალა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued