მარტინ ბრეითუეიტი: ბარსელონადან ზეწოლა არ მიგრძნია

მარტინ ბრეითუეიტი: ბარსელონადან ზეწოლა არ მიგრძნია

"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი მარტინ ბრეითუეიტი კატალონიური გუნდიდან წასვლას იხსენებს.

გასულ ზაფხულში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ბრეითუეიტს ემუქრებოდა, რომ თუ ის გუნდიდან არ წავიდოდა, კონტრაქტს გაუწყვეტდნენ. თავად დანიელი "ბლაუგრანადან" წასვლას ცუდად არ იხსენებს.

დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. ფეხბურთის თამაში მინდოდა, მწვრთნელი კი არ მენდობოდა, ასე რომ, ვერაფერს ვიზამდი. იყო მონაკვეთები, როდესაც იმედი მიჩნდებოდა, რომ რაღაცას შევცვლიდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვაანალიზებდი, რომ ეს შეუძლებელი იყო.
არ ვიცი, ადგილი ჰქონდა თუ არა შევიწროებას, მაგრამ მე არ მიგრძნია, რომ ჩემზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

დანიელი თავდამსხმელი "ბარსელონადან" იმავე ქალაქის გუნდ "ესპანიოლში" გადავიდა, რომლის შემადგენლობაშიც 3 თამაშში უკვე 2 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 20 სექტემბერი 2022 22:40
    0
    ციტატა: ♠️spookify♠️
    Espaniolshi wasvla texavs mara arc culed dabadebula da arc bevri archevani eqneboda. Kaia ro ar choraobs,dasafassebelia. Bevr momentshi gamogvadga da tavsac ar zogavda,ar sheedzlo meti da ra unda eqna.

    Როდის გამოგვადგა თუ ძმა ხარ, ამისი გადამწყვეტი გოლი მე არ მახსოვს
    ფანი [?]
    #2 20 სექტემბერი 2022 20:52
    1
    რომც ყოფილიყო, მაგას იტყოდა? მაგის მკადრებელია გოუთა? რად უნდა ლაპარაკი მაგას...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2022 18:17
    0
    ჰოდა უპოვია თავისი გუნდი, გაიხაროს. ერთია ვერ ვიტყვით რო მოედანზე სირბილი ეზარებოდა თორემ ლევანდოვსკი რო არ იყო ისედაც ვიცოდით.