ჟერარ პიკე დანებებასა და კარიერის დასრულებას არ აპირებს

"ბარსელონას" სურს, რომ ჟერარ პიკემ კარიერა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. თუმცა თუ Marca-ს დავუჯერებთ, თავად ფეხბურთელი სხვა აზრზეა.
მიმდინარე სეზონში გამართული 8 თამაშიდან პიკემ მონაწილეობა მხოლოდ ორში მიიღო, სასტარტო შემადგენლობაში კი მხოლოდ ერთხელ, "კადისთან" მატჩში ვიხილეთ. აშკარაა, რომ ჩავი 35 წლის კატალონიელს 5 ცენტრალურ მცველს შორის ბოლო ადგილზე აყენებს.
Marca-ს ცნობით პიკე დანებებას არ აპირებს. მას არ უნდა, ხშირად იხილოს სურათები, თუ როგორ ზის სათადარიგოთა სკამზე. ვეტერანი მოთამაშის მიზანი "ბარსელონაში" 2024 წლამდე დარჩენა, მანამდე კი მოედანზე დაბრუნებაა.
ჟერარს სჯერა, რომ მას "ბარსელონასთვის" სარგებლის მოტანა ჯერ კიდევ შეუძლია როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე. მიზნის მისაღწევად კი ის ყოველ ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]