მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საკუთარი მიღწევის გაუმჯობესებასთან ახლოსაა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საკუთარი მიღწევის გაუმჯობესებასთან ახლოსაა

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის ძალიან კარგად დაიწყო. გერმანელმა მეკარემ საწყის 6 ტურში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და დღეის მდგომარეობით "სამორას" ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატიც სწორედ ისაა.

ტერ შტეგენმა კარი მშრალად ზედიზედ 4 მატჩში შეინახა. "რეალ სოსიედადთან" თამაშის შემდეგ "ბარსელონას" წინააღმდეგ უგოლო შეხვედრა "ვალიადოლიდმა", "სევილიამ", "კადისმა" და "ელჩემ" ჩაატარეს.

მარკს ზედიზედ 4 მშრალი თამაში აქამდე 3-ჯერ ჰქონია - 2016, 2018 და 2020 წლებში. ამაზე უკეთესი შედეგი, ზედიზედ 5 თამაში კი ერთხელ - 2019/20 წლების სეზონში.

3 წლის წინ ტერ შტეგენის კარში გოლის გატანას ზუსტად 500 წუთის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ამჯერად გერმანელს 444 მშრალი წუთი აქვს და თუ ლა ლიგის მომდევნო ტურში "მალიორკასთან" მატჩში ის პირველ 57 წუთში არ გაუშვებს, საკუთარ შედეგს გააუმჯობესებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 20 სექტემბერი 2022 22:00
    0
    Ძაან მაგარ ფორმაშია ეს კაცი და ამ მომენტში საუკეთესო მეკარეც არის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 სექტემბერი 2022 13:57
    0
    მე მგონი დაცვის დიდი პროცენტია ამის მიღწევებში, კუნდეს სეივი გაიხსენეთ ცარიელი კარიდან რო გამოიტანა ბურთი. ადრე სად გვყავდა ესეთი დაცვა.