ბარსელონას უარი ჟორჟინიოს

ბარსელონას უარი ჟორჟინიოს

"ბარსელონას" ლონდონის "ჩელსის" იტალიელი ნახევარმცველის, ჟორჟინიოს უფასოდ დამატების შანსი ჰქონდა, მაგრამ კატალონიელებმა ამაზე უარი თქვეს.

30 წლის შუახაზელს "ლურჯებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. Marca-ს ჟურნალისტის, ლუის როხოს ცნობით რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა საკუთარი თავი "ბარსას" შესთავაზა, მაგრამ "ბლაუგრანა" მისი დამატების ვარიანტს არ განიხილავს.

ჟორჟინიო "ჩელსიში" 2018 წლიდან თამაშობს. მის აქტივში 196 თამაშში გატანილი 27 გოლი და გაკეთებული 9 საგოლე გადაცემაა, საიდანაც 8 თამაში და 1 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 20 სექტემბერი 2022 17:42
    0
    Დღემდე ვღადაობ შარშან ოქროს ბურთის კანდიდატი რომ იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 20 სექტემბერი 2022 14:03
    1
    30 წლისები რო ხდებიან მაშინ უჩნდებათ ბარსას სიყვარული, თუ ფორმას რო კარგავენ და უგუნდოდ რჩებიან იმიტომ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 სექტემბერი 2022 13:04
    0
    ამა ნიკოც კი მირჩევნია, ძაან ნელია, დაცვაც არ იცის და სულ უკან პასებს აკეთებს, თან ძაან უ#რაკო ფეხბურთელია
    Culé [?]
    #3 20 სექტემბერი 2022 01:41
    0
    Iniesta_8,
    ჰოოო მარა მაინც ჟორჟინიოა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 სექტემბერი 2022 22:06
    2
    ეს ძაან overrated ფეხბურთელია,აი ძალიან.ბუსკეცზე ნელია და ვაფშე არცერთ ჩვენს ნახ.მცველს არ ჯობია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 19 სექტემბერი 2022 21:33
    3
    ციტატა: Barca for life
    უფასო ჟორჟინიოზე უარი რატო უნდა თქვა?

    იმიტომ რომ უკანა პასის მეტი არაფერი იცის, ბებერია და მაღალ ხელფასსაც მოითხოვს. ერთი პენალტები გამოსდიოდა და ეგეც აღარ შეუძლია, ამის ბრალია იტალია რომ მსოფლიოზე ვერ გავიდა.