ბარსელონა მარკო ასენსიოს სიტუაციას აკვირდება

ბარსელონა მარკო ასენსიოს სიტუაციას აკვირდება

მომდევნო ზაფხულში "ბარსელონამ", შესაძლოა, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი დაიმატოს. საუბარი მარკო ასენსიოზეა.

Mundo Deportivo-ს ცნობით კატალონიურ კლუბში ასენსიოს კონტრაქტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას აკვირდებიან და არაა გამორიცხული, 2023 წლის იანვრიდან "ბლაუგრანა" ესპანელი შემტევის ტრანსფერის მიმართულებით გააქტიურდეს.

"ბარსელონაში" ასენსიოს ასაკი და სათამაშო დონე მოსწონთ. ესპანელი ჯერ 26 წლისაა და მას კარიერის დიდი ნაწილი წინ აქვს. წინა სეზონში მარკომ "რეალის" მაისურით 12 გოლი გაიტანა, რაც მის მაღალ კლასს ხაზს უსვამს, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ვინისიუსის, როდრიგოსა და ფედე ვალვერდეს გუნდში ყოფნის პირობებში ასენსიოს სათამაშო დრო არ მიეცემა და დიდი შანსია, მან მადრიდული გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

"ბარსელონამ" მიმდინარე წელს შეტევა მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ თუ შესაფერისი ვარიანტი გამოჩნდება, კატალონიელები მის გამოყენებას შეეცდებიან. გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე ჟეზუსია, ჟოან ლაპორტას ახლო მეგობარი.

მარკო ასენსიო მარჯვენა შემტევია, თუმცა მას თამაში მარცხენა ფლანგსა და ცენტრშიც შეუძლია.

"ბარსელონა" მარკოს ასენსიოს დამატებასთან ახლოს ჯერ კიდევ იმ დროს იყო, როდესაც ფეხბურთელი "მალიორკაში" გამოდიოდა, მაგრამ 2014 წელს კატალონიელებმა ფეხბურთელში 3.9 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #12 20 სექტემბერი 2022 17:39
    0
    Ჯერ ეს ერთი მადრიდელია და მერე მეორე მაგ ფლანგზე რაფინია-დემბელე-ტორესია
    ფანი [?]
    #11 20 სექტემბერი 2022 01:08
    1
    რეალმა ეტოო და ლუის ენრიკე გაუშვა თავის დროზე ასე რომ იმის თქმა რომ კარგს რეალი არ გაუშვებდა სისულელეა.

    თუმცა ასენსიო არაა ბარსას დონის და ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაიხსნას
    ფანი [?]
    #10 20 სექტემბერი 2022 00:51
    1
    მარკოზა ბიჭო! შენც წამოი აჭარაში, დინამო ბათუმის არენა მოგიხდება

    კვარაზე იფიქრეთ კვარაზეეეეეეეეეე!
    ტორესი გინდ ყოფილა გინდა არა, ეგ რო მოედანზეა, ბარსა ეგრევე 10 კაციანი ხდება! ვაფშე გაყიდონ რაა!
    ფატი კიდე ტრამვის მერე შიშები და ჟამანაკები ეწყება, დაკომპლექსდა ტიპი არადა მაგრა ცოდოა, იმედია დადგება ფეხზე!
    მარკო არა ტოროლა კიდე, კვარაზე იფიქრეთ კვარაზეეეეეეეეეე!
    Culé [?]
    #9 19 სექტემბერი 2022 20:00
    0
    ახალი ზღაპარი,ვის რაში სჭირდება ასენსაო? კარგი იყოს რეალი გაუშვებდა?
    Culé [?]
    #8 19 სექტემბერი 2022 17:54
    3
    რათა რაარი ზიზუმ რო თქვა მესის ცაცია აქვსო? :დდდდდდ
    ფუ ეს *ლე თუ აქ მოიყვანეს ფახთაქორის ფანი გავხდები უნამოსო ვიყვე რაის ასენსიო გაასხმევინეთ.ხანდახან რეებს მოჭორავთ ხოლმე
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    წევრი [?]
    #7 19 სექტემბერი 2022 17:48
    1
    ამას რაც ბარსაზე აქ ნათქვამი ამას პლიუს ტრავმატოლოგიურიდან ვერ გამოიყვან ნუ საბოლოოდ არასაჭირო კაცია ბარსასთვის და საერთოდ მისი დონის გუნდი არის ჰაჰა სევილია იმის მეტს ვერ წავა შორს. არსენალი, რომ არსენალია ის გუნდიც კი ბრალია.ამისთვის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 სექტემბერი 2022 17:47
    0
    კაი რაის ასენსიო, ეს რომ გამოსადეგი იყოს რეალი სკამზე მაინც დატოვებდა ან ფლანგზე ვალვერდეს კიარ არბენიებდნენ, ამას ათწმაშებდნენ, კარგი იყო მაგრამ ტრამვების მერე დიდად ვეღარ განვითარდა და მერე ისკოს ბედი ეწია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 სექტემბერი 2022 17:34
    2
    ციტატა: CHEPE24
    გააფსმევინეთ რაის ასენსიო ეგ რომ კაი იყოს რეალი გაშვებაზე იზრუნებდა?? და რომ კითხავდი მის ფანებს იმ დროში ასენსიო მესიარისო🤣🤣🤣

    სამაგიეროდ ეხლა ბენზემაა მესიც და რონალდუც, კითხე ჰალას ადმინს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 სექტემბერი 2022 17:22
    1
    მუნდო დეპორტივოს გამოელია ამბები და ზღაპრების შეთხვზას მიჰყო ხელი,როფორც ვატყობ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    [?]
    #3 19 სექტემბერი 2022 17:04
    4
    მამენტ ტორესს ჯობია მარა რავი.
    მწერალი [?]
    #2 19 სექტემბერი 2022 16:49
    0
    როდრიგო და ვინიციუსი იგროკებად აქცია კარლომ, კლასით ორივეს ჯობია დემბელე, უკეთესი შემადგენლობა გვყავს, ნახევარდაცვაა მათი კოზირი, თორე დაცვაც და შეტევაც უკეთესი გვყავს, მეკარეც არანაკლები.
    ფანი [?]
    #1 19 სექტემბერი 2022 16:38
    5
    გააფსმევინეთ რაის ასენსიო ეგ რომ კაი იყოს რეალი გაშვებაზე იზრუნებდა?? და რომ კითხავდი მის ფანებს იმ დროში ასენსიო მესიარისო🤣🤣🤣