ბარსელონა ოთხივე კაპიტნის შეცვლას გეგმავს

"ბარსელონა" გეგმავს, მომდევნო სეზონში გუნდის კაპიტნების ოთხეული მთლიანად გამოცვალოს.
ამჟამად "ბლაურანას" კაპიტნები სერხიო ბუსკეტსი, ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო და ჟორდი ალბა არიან. ბუსკეტსსა და რობერტოს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდებათ, პიკესა და ალბას შემთხვევაში კი კლუბს იმედი აქვს, რომ გუნდის დატოვებაზე თანხმობას ისინიც განაცხადებენ.
As-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით "ბარსელონას" კაპიტნების ახალი ოთხეული უკვე შერჩეული აქვს: ტერ შტეგენი, ლევანდოვსკი, პედრი, არაუხო. მათ არყოფნაში კი გუნდს უსმან დემბელე უკაპიტნებს. ჯერჯერობით უცნობია, პირველი კაპიტანი ტერ შტეგენი იქნება, თუ ლევანდოვსკი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]