ლუიშ კამპუში: უსმან დემბელე მისი პოზიციის გამო დავიწუნეთ

"პარი სენ-ჟერმენის" ახალი სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში იმ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც ფრანგულმა გუნდმა უსმან დემბელეს დამატებაზე უარი თქვა.
გასულ ზაფხულში "ბარსას" ფრანგ შემტევს რამდენიმე გუნდი იწვევდა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ "ჩელსი" და პსჟ. ეს უკანასკნელი უსმანის მიმართ ინტერესს მანამდეც გამოხატავდა. თუმცა საბოლოოდ 25 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.
"პარი სენ-ჟერმენის" სპორტული დირექტორის თქმით მისმა კლუბმა ფეხბურთელზე უარი თავად თქვა.
დემბელე არ შევიძინეთ იმიტომ, რომ ის გარემარბია, ჩვენ კი განსხვავებული სისტემით ვთამაშობთ.
დემბელე მიყვარს, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ სხვა გეგმები გვაქვს.
- ციტირებს ლუიშ კამპუშის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]